იოვიჩს აინტრახტი უხდება
მადრიდის “რეალიდან” იჯარით “აინტრახტში” დაბრუნებულმა სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა, რომელიც “შალკესთან” ბუნდესლიგური მატჩის 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ათ წუთში ლამაზი გოლით დააწინაურა თავისიანები, ხოლო მატჩის კომპენსირებულ დროში, სულაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ “რეალში”, სადაც ლუკამ 32 მატჩში მიიღო მონაწილეოა, სულ2 გოლი გაიტანა.