11 X 11
სპორტული პორტალი

აუტი სალტოში 50 მეტრზე და ხელით გატანილი გოლი – ირანელი ბურთს საოცრად ისვრის [VIDEO]

0
“სტოკ სიტის” ნახევარმცველი რორი დელაპი ფეხბურთის გულშემატკივარს ახსოვს, უმაღლეს დონეზე სწორედ ის იყო მოთამაშე, რომელიც ბურთს აუტიდან ყველაზე შორს ისროდა, თუმცა ირანელი მცველი ნადერ მუჰამადი ამას უკეთესად აკეთებს. ირანის უმაღლესის ლიგის გუნდი “პაიკანის” მცველმა გალფ ლიგის შეხვედრაში, ბურთი არც მეტი არც ნაკლები – 51 მეტრზე ისროლა. მოჰამადი მცირე გამორბენს აკეთებს, შემდეგ სალტოს მიაყოლებს და ბურთს აუტიდან ასე აწვდის (თავად ფორმა ახალი არაა, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ასე შორს ჯერ არავის უსვრია). თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოჰამადიმ აუტი თვალისმომჭრელად ჩააწოდა. გასულ თვეში, მსგავს აკრობატულ ნახტომში “გოლ გოჰანის” კარში გაიტანა კიდეც… თუმცა, მისდა სამწუხაროდ გოლი მასპინძელთა მეკარე ალიზერა ჰაჯიჯის ავტოგოლად ჩაეწერა… მოჰამადის მსოფლიო რეკორდამდე ცოტა აკლია. ამერიკის სამოყვარულო ჩემპიონატში მაიკლ ლუისმა აუტიდან ბურთი 60 მეტრზე ისროლა, სხვათა შორის, ლუისსაც აქვს მსგავს ნახტომში გატანილი გოლი, თუმცა ამერიკის სამოყვარულო ფეხბურთი მაინც სხვა დონეა… აი, ინგლისელი დელაპი, რომელიც მოგვიანებით ირლანდიის ნაკრებში თამაშობდა, პრემიერლიგაში მართლაც გამორჩეული იყო. პატრიკ ვიერირამ “სტოკის” მწვრთნელს უთხრა, თქვენ ერთადერთი გუნდი იყავით, რომელთან თამაშის წინაც ვენგერი სულ ემზადებოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოგიგეთო. ფრანგი მწვრთნელი “სტოკს” სარაგბო გუნდს ეძახდა. თუმცა, “სტოკის” ექსდამრიგებელი ტონი პალისი ამბობს, რომ ეს მათი გუნდის უდიდესი უპირატესობა იყო და თამაშში 8-9 კუთხურით მეტს უდირდა. ერთხელ თურმე, “ვეს ჰემის” თანამშრომლებმა სარეკლამო ბანერები მოედანთან ახლოს გადასწიეს, დელაპს სისწრაფე რომ დაკლებოდა, თუმცა ბანარების უკნიდან ჩააწოდა და ბურთი მაინც მეტოქის მეკარის ბაქანში ჩააგდო.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო