11 X 11
სპორტული პორტალი

კამერუნელებმა მოგვაჯადოვეს და მაგიით მოგვიგეს, მტკიცებულებაც მაქვს – ზიმბაბვეს მწრთნელი

0
ზიმბაბვეს ნაკრების ხორვატმა მთავარმა მწვრთNელმა ზდრავკო ლოგარუშიჩმა აფრიკის ერთა თასზე გასამართი შეხვედრის წინ კამერუნის ნაკრებს მოჯადოებასა და მაგიური ძალების გამოყნებაში დასდო ბრალი.ლოგარუშიჩმა მკვდარ ღამურას სტადიონ “ახმადუ ახინჯოს” გაზონზე გადაუღო ფოტო და მიიჩნევს, რომ კამერუნელებმა მათი გუნდის წინააღმდეგ ჯადოქრობას მიმართეს. ხორვატმა ეს თამაშის წინაც თქვა და აღსანიშნავია, რომ კამერუნმა ზიმბაბვის გუნდი მართლაც დაამარცხა – 1:0.თამაშის დაწყებამდე გავრცელდა ფოტო, რომელზეც მკვდარი ღამურა ჩანს, ხოლო მწვრთნელს უწერია : “ჯადოქრობა კამერუნში”. ღამურების მკვლელობა წარმატების მოპოვების ერთერთი საშუალება, რომელსაც რამდენიმე აფრიკული ნაკრები მიმართავს ხოლმე. ასეთ შავ მაგიას აფრიკაში ჯუჯუს ეძახიან.აღსანიშნავი არის ერთი საინტერესო ფაქტი, 2017 წლის აფრიკის ახალგაზრდულ თასის ფინალში სენეგალისა და ზამბიის ნაკრები გუნდები ხვდებოდნენ. 58-ე წუთზე, როცა ზამბია 2:0-ს იგებდა, სენეგალელმა იბრაიმა ნდაიემ გეტრებიდან მკვდარი ღამურა ამოიღო და მეტოქის კარში შეაგდო. მაგრამ რად გინდა, მატჩი იმ ანგარიშით დასრულდა, რაც ღამურის ძალის ამოქმედებამდე იყო.კამერუნმა სალომონ ბანგას გოლით დაამარცხა ზიმბაბვე და ეს ჯუჯუს დახმარებით გააკეთა თუ არა, ამის დამტკიცება ხორვატს გაუჭირდება. იქამდე კი მალისა და ბურკინა-ფასოს გუნდებთან მოუწევს გამკლავება, ჯგუფიდან გასვლის სურვილი თუ აქვს.წყარო: Eurosport
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო