11 X 11
სპორტული პორტალი

ტრიპიერის საქმეს ფიფამ წერტილი დაუსვა

0

შეისწავლა რა მადრიდის “ატლეტიკოს” აპელაცია, რომელმაც ფიფაში გაასაჩივრა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ მცველ კირან ტრიპიერის მიერ ტოტალიზატორში ფსონის დადებაში ხელშეწყობის გამო მისჯილი 10-კვირიანი დისკვალიფიკაცია და 70 ათასი ევროთი დაჯარიმება, მსოფილიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო უწყებამ დაასკვნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს დანაშაული კირან ტრიპიერმა “ტოტენჰემში” ყოფნისას რომ ჩაიდინა და ამიტომ მან დისკვალიფიკაცია ახალ გუნდში, მადრიდის “ატლეტიკოში”უნდა მოიხადოს.

ასე რომ, როხიბლანკოს ისღა დარჩენია, რომ ლოზანას უმაღლეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ამასობაში ის 10 კვირაც გაივლის.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო