11 X 11
სპორტული პორტალი

ალაბამ რეალთან კონტრაქტი შეათანხმა

0
გადაწყვეტილი ამბავია. მიუნხენის “ბაიერნის” 28 წლის ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა დავიდ ალაბამ, რომელსაც ზაფხულში “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი უთავდება, მადრიდის “რეალთან” ხელშეკრულება შეათანხმა. ის ახალი სეზონიდან სამეფო გუნდს შეუერთდება და 2025 წლამდე დარჩება. წელიწადში კი ხელფასად 11 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც იუწყებიან, მან სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა “რეალის” მედ-ცენტრში. მოგვიანებით ფეხბურთელი მამამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა არცთუ დამაჯერებლად, ხოლო ევროპულმა მედიამ მთლად დააზუსტა – სამედიცინო შემოწმება იანვრის დასაწყისში გაიარაო.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო