11 X 11
სპორტული პორტალი

ბადერ ალ-მუტვა მსოფლიოს რეკორდს მიუახლოვდა

0
იკითხავთ ალბათ, ეს ალ-მუტვა ვინააო და გეტყვით, რომ კატარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 36 წლის კაპიტანია, რომელმაც პალესტინის ნაკრებთან წაგებულ (0:1) მატჩში 179-ედ ითამაშა ეროვნულ გუნდში და მიუახლოვდა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს (184 მატჩი). მეორე ადგილზეა ომანის ნაკრების კაპიტანი აჰმედ მუბარაქი, რომელიც ეგვიპტელი სეხნიის მიერ 2012 წელს დამყარებულ რეკორდს, ალბათ, მალე მოხსნის. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ცნობილი ფეხბურთელები, ესპანელი სერხიო რამოსი და საუდელი მოჰამედ დეაი (178 მატჩი) იყოფენ.  საუდელს კარიერა დასრულებული აქვს, ხოლო 34 წლის სერხიო რამოსი ახლაც ფურია როხას უცვლელი წევრია.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო