11 X 11
სპორტული პორტალი

დეშამი, ბენზემა და პრეზიდენტობის კანდიდატი

0
ამ რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიშელ მულენმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, მეორე დღესვე ნაკრებში თავდამსხმელ კარიმ ბენზემას დააბრუნებს, რომელიც თანანაკრებელ მატიე ვალბუენას დაშანტაჟების ხელშეწყობაშია ბრალდებული და თანაც ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს რასისტობა დააბრალა, ნაკრებში ჩემი წარმოშობის გამო არ მიძახებსო, რამაც დეშამი საშინლად გააბრაზა. როდესაც მულენს შეახსენეს, რომ ნაკრების დაკომპლექტება მხოლოდ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა, პასუხად გასცა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფედერაციის თანამშრომლად ითვლება და რასაც ფედერაციის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ის უნდა შეასრულოს. ამ კურიოზულ გამონათქვამზე დეშამმა ბრძანა, რომ მულენის აზრის კომენტირებაზე დიდხანს მოცდენას არ აპირებს, რადგან ამით ის მეტი ცნობადობის მოპოვებას მოახერხებს და შემდეგ სარკასტულად დაამატა, თუ მწვრთნელის დიპლომი აქვს, ფედერაციაში განცხადება შეიტანოს და შეიძლება მის ადგილზე დანიშნონ კიდეც.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო