11 X 11
სპორტული პორტალი

იბრას დუბლით მილანმა ლიდერობა შეინარჩუნა [VIDEO]

0

კალიარი-მილანი 0:2

გოლები: იბრაჰიმოვიჩი, 7-პენ; 52.

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში, გათამაშების ლიდერი “მილანი” სარდინიაზე აუტსაიდერ “კალიარის” ესტუმრა და საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა.მთელი მატჩის განმავლობაში როსონერი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა და იშვიათად თუ უთმობდა ბურთს მასპინძლებს, რომლებიც დაცვაში ძალიან ყურადღებით თამაშობდნენ და დიდი ძალებით წინ წასვლას უფრთხოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევი გოლი ჰქონდათ გასაქვითი, რომელიც ზლატანმა საკუთარი წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ზლატანმა მეორე გოლი რომ შეუგდო, “კალიარიმ” უფრო თამამად დაიწყო თამაში, რამდენიმე მწვავე მომენტიც შეუქმნეს ჯიჯი დონარუმას კარს, მაგრამ ეს მართლაც დიდი ნიჭის მეკარე მშვენივრად გაისარჯა და კიდევ ერთხელ შეინახა საკუთარი კარი მშრალად. ამ გამარჯვებით “მილანი” კვლავ ერთპიროვნული ლიდერია და თანაქალაქელ “ინტერს” კვლავ 3 ქულით ასწრებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო