11 X 11
სპორტული პორტალი

მაურინიოს კოლიმორმა დიქტატორი უწოდა

0
“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა სტენ კოლიმორმა “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო მკაცრად გააკრიტიკა დელე ალისადმი დამოკიდებულების გამო, რომელსაც არ ათამაშებს და თან გამუდმებით აკრიტიკებს, აქაოდა წესიერად უნდა ივარჯიშოსო. ბოლოს კი “შეფილდთან” მატჩის განაცხადში მყოფი დელე ალი, ბოლოს ჟედსონ ფერნანდეშით შეცვალა. კოლიმორს მიაჩნია, რომ ეს  ფეხბურთელისადმი ღია უპატივცემულობა იყო და მსგავსი დიქტატორული მეთოდები ადრე თუ გვიან ცუდად მიუბრუნდება მაურინიოს, რომელსაც ურჩევნია გუნდის არსებით საკითხებს მიხედოს, უკეთ ათამაშოს, თორემ მალე მოხსნიან.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო