11 X 11
სპორტული პორტალი

ლეონარდომ ტუხელს რა გაუკვირდაო?

0
პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ არ დამალა, რომ ბოლო პერიოდში გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელთან ურთიერთობა ძველებური აღარ ჰქონდა. ორივე მხარემ იცოდა, რომ ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება არ მოხდებოდა, ტუხელი ცალკე ეძებდა ახალ სამსახურს, პსჟ კი ახალ მთავარ მწვრთნელს. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელებს „დასწრებაზე“ უთამაშიათ და ტუხელი მოხსნეს, რაც ლეონარდოს თქმით მისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ თემაზე მასთან რამდენიმეჯერ ვილაპარაკეთო. გარდა ამისა, ლეონარდომ ისიც თქვა, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელს პსჟ-ში დარჩენა არ უნდა, კალთებს არავის დაახევენ და გაუშვებენ. ეჭვი არ შეგეპაროთ, ლეონარდოს ამ სიტყვებს, ტუხელი უპასუხოდ არ დატოვებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო