მანჯუკიჩი მილანელია
“მილანის” ოფიციოზმა იუწყა, რომ 34 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი მათ გუნდში ჩაირიცხა და 9-ნომრიანი მაისურით, რომელიც პიპო ინძაგისა იყო, იასპარეზებს. მასთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდეა გაფორმებული და მხარეთა სურვილის შემთხვევაში მის ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.