11 X 11
სპორტული პორტალი

პოგბამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა

0

ნამეტურ თავაზიანი გახდა ამ ბოლო დროს „მანჩესტერის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, ვინაც გუშინდელ, „ლივერპულთან 0:0-ზე დამთავრებული მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს იმის გამო მოუბოდიშა, რომ მეორე ტაიმში ძალიან ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

ეს გალანტური ნოვაცია წეს-ჩვევად არ იქცეს, თორემ ფეხბურთში ყველა შეცდომის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთმანეთს ბოდიშები თუ უხადეს, ნებისმიერი მატჩის შემდეგ გასახდელებსა თუ საჯარო სივრცეებში მუხლმოყრებისა და რევერანსების დაუსრულებელი ცერემონიალების მოწმენი გავხდებით და შეიძლება შემდეგ შახსეი-ვახსეიზეც გადავიდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო