11 X 11
სპორტული პორტალი

სექსუალური “გმირობა” ფეხბურთელებს ორწლიან პატიმრობად დაუჯდათ

0
სან სებასტიანის სასამართლომ ორ ესპანელ ფეხბურთელს, “ეიბარის” თავდამსხმელ სერხი ენრიჩსა და “ჟირონას” მცველს ანტონიო ლუნას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის მესამე ფიგურანტი, ისიც ფეხბურთელი ედი სილვესტრე, რომელიც “ეიბარში თამაშობდა, გაამართლა. ენრიჩისა და ლუნას ბედად, მოსამართლემ პატიმრობა პირობითად გადააკვალიფიცირა. საქმე ეხება სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელებას, რომელიც მასში მონაწილე გოგონას თანხმობის გარეშე მოხდა. ფეხბურთელებმა ეს ვიდეო 2016 წლის ოქტომბერში გადაიღეს. ენრჩი და ლუნა “მსახიობები” იყვნენ, ხოლო სილვესტრე “ოპერატორი”. ასე ძვირი დაუჯდათ ფეხბურთელებს თავიანთი სექსუალური “გმირობით” თავმოწონება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო