11 X 11
სპორტული პორტალი

გატუზო: პირლო თუ მაშაყირებდა, მე წავუთაქებდი ხოლმე

0

დღეს, იტალიის სუპერთასზე “იუვენტუსი” და “ნაპოლი” შეეტოქებიან ერთურთს. ამ გუნდების მწვრთნელები, ანდრეა პირლო და ჯენარო გატუზო მეგობრები არიან, რის შესახებ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე გატუზომ ამის შესახებაც ისაუბრა: “მე და ანდრეა 15-16 წლის ასაკიდან მხარდამხარ ვთამაშობდით და ერთად მოვიგეთ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ის ყოველთვის გუნდის ლიდერი იყო, მე კი შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და მხარს ვუბამდი. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, მშვენიერ დროს ვატარებდით მოედანზეც და მის გარეთაც. ანდრეამ თავის წიგნში ჩემი გაშაყირების რამდენიმე მომენტიც აღწერა, მაგრამ ის რატომღაც არ თქვა, რომ რაც მე მაგისთვის კისერში წამითაქებია, იმდენი მამამისს არ ექნება”, – სიცილით დასძინა რინომ და დაურთო, რომ სუპერთასისათვის მათი გუნდები დაუნდობლად იბრძოლებენ და რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ის და პირლო ისევ ისე მეგობრებად დარჩებიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო