11 X 11
სპორტული პორტალი

სერია A-ს კომენტატორმა მატჩის დროს კულინარული რეცეპტების მოყოლა დაიწყო

0

გასულ შაბათს იტალიის ჩემპიონატში “ტორინომ” და “სპეციამ” უგოლო შეხვედრა ჩაატარეს. მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უმრავლესობაში იყვნენ (“სპეციას” ფეხბურთელი მე-8 წუთზე გააძევეს), თუმცა მეტოქის კარში მხოლოდ 1-ხელ დაარტყეს, სტუმრებმა კი 3-ჯერ.

იმდენად საშინელი თამაში იყო, რომ თამაშმა ინტერესი “ტელესპორტის” კომენტატორი ვლადისლავ პრუსოვისთვისაც დაკარგა. მე-60 წუთზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: იმ მაყურებლების გასართობად, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამორთული ტელევიზორები, გატანილ გოლამდე ყოველ 10 წუთში ერთ საინტერესო რეცეპტს გაახმოვანებდა.

“ტორინომ” და “სპეციამ” ერთმანეთს გოლები საერთოდ ვერ გაუტანეს და ვლადისლავმაც საზოგადოებას 3 რეცეპტი გააცნო.

ამგვარად,

პირველი რეცეპტი პელმენებისთვის იყო:

“მოდით, მაგალითისთვის 15 პელმენი ავიღოთ, მათ მოსამზადებლად 1 ლიტრი წყალი გვჭირდება. მოსახერხებელი რომ იყოს, ეს გაყინული ნახევარფაბრიკატები ელექტრო ღუმელზე დადგმულ ქვაბში უნდა ჩავყაროთ. ასე, 7 – 10 წუთი ვხარშოთ, მეტი არაა საჭირო, თორე დაიშლება. დაბალი სიძლიერის ცეცხლზე მშვიდად მოხარშავთ და გასკდომასაც არ დაიწყებს.”

მეორე რეცეპტი კი ერთჯერადი წვნიანის მომზადებას ეხებოდა:

“ამ წვნიანის მომზადება და ერთჯერად “სუპში” ჩაყრილი მაკარონების მოხარშვა უფრო ადვილია, ვიდრე პელმენებისა. პაკეტში რაც არის, ყველაფერი უნდა გადმოყაროთ, მაგრამ თქვენი გემოვნების მიხედვით – ცხარე სოსუსი შეგიძლიათ არ დაამატოთ, ან იქნებ მხოლოდ მაკარონი გაინტერესებთ. თუ ეგრეა, მოხარშვის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ, ამაში საშიში არაფერია. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც თქვენს პირსა და კუჭს ესიამოვნება.

ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, თავსახური დააფარეთ და ასეთ მდგომარეობაში, სადღაც 3-5 წუთი გააჩერეთ. ზოგიერთი სოსისებსა და მაიონეზსაც უმატებს, ესეც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ, მარილის დამატება საჭირო არაა.”

და მესამე რეცეპტიც, რომელიც ამ ტექსტის თქვენთვის მომმზადებელს ყველაზე მეტად მოსწონს, ის შემწვარი კარტოფილისთვისაა:

“აიღეთ ნებისმიერ ტაფა, როგორიც თქვენ მოგწონთ – მთავარია მასზე კარგი ზედაპირი იყოს, რათა კარტოფილი არ გაფუჭდეს. ძირითადად თუჯის, ან მეტალის ტაფას იყენებენ ხოლმე, ეს კარტოფილის შესაწვავად საუკეთესო ვარიანტია.

უფრო პრაქტიკულია კარტოფილის რაფინირებულ, ცხიმგაცლილ კარაქში შეწვა, თუმცა უფრო გემრიელია თუ სალაზე შეწვავთ. აქაც, გემოვნების საკითხია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში იცით, რომელია საუკეთესო გზები.

კარტოფილი იდიალურად რომ დაიბრაწოს, კარგად გახურებულ ტაფაზე მისი დაყრაა საჭირო, ისეთ ტაფაზე, კარაქი რომ უკვე თითქმის შემშრალია. ცივ კარაქზე შეწვა ან ცივი კარაქის ტაფაზე დამატება რეკომედირებული არ გახლავთ.

ჯობია, კარტოფილი ერთ ფენად შევწვათ – ასე უფრო ხრაშუნა ზედაპირით დაიფარება. გადატრიალება კი რამდენჯერმეა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ, არ გადაატრიალოთ ძალზე ხშირად ან ძალზე იშვიათად, ბალანსი იპოვეთ. მარილის მოყრა კი შეწვის ბოლოს აუცილებელია, თორე კარტოფილი გამოშრება და ნაჭრები შეიძლება ერთმანეთს შეეწებოს კიდეც და იდიალური ოქროსფერი ნაჭრების ნაცვლად თქვენ ნაკლებად გემრიელ კერძს მიიღებთ. მარილი და წიწაკა თქვენი გემვონებით მოაყარეთ.”

ვუალა! მიუხედავად იმისა, რომ “ტორინო” – “სპეციას” მატჩი არ გინახავთ, ახალგაზრდა კომენტატორი მარტივი რეცეპტები თქვენც იცით.

“შესვენებაზე ვიფიქრე, რომ შეხვედრა იმდენად მოსაწყენი იყო, რომ ჩემთვისა და მაყურებლისთვის რაღაც გასართობი უნდა მეპოვა. თავიდან, მეთქი შელდონ კუპერივით (სერიალი “დიდი აფეთქების თეორიის” გმირი) საინტერესო ფაქტებს მოვყვები, შემდეგ კი არჩევანი რეცეპტებზე შევაჩერე.

პირველ რიგში, თამაში გვიან იყო და ამ დროს ტელევიზორის ყურების დროს ჭამა ბევრს უყვარს. მეორეც, “სპეცია” თამაშობდა და კულინარული თემის ასოციაციაც აქიდან მოვიდა. ისეთი რეცეპტები ავარჩიე, რომლის მიხედვითაც მომზადება ყველას შეუძლია.”

ჯერჯერობით, ტელეარხის წარმომადგენლებს კომენტატორისთვის არაფერი უთქვამთ, თუმცა სოციალურ ქსელებში ეს მონაკვეთები ამოჭრეს და განათავსეს, ანუ მოეწონათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო