11 X 11
სპორტული პორტალი

ლესტერმა ჩელსის მოუგო და ლამპარდი მოხსნას ალბათ ვერ გადაურჩება [VIDEO]

0

ლესტერი-ჩელსი 2:0

გოლები: ნდიდი, 6; მედისონი, 41.

ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა “ჩესლის” მთავარი მწვრთნელის ფრენკ ლამპარდისათვის, რადგან როგორც ბრიტანული მედია ამტკიცებდა, წაგების შემთხვევაში ის პოსტს დაემშვიდობებოდა. კი იყვნენ  მონდომებულნი მისი შეგირდები, დიდ ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ვერც ადრეული გოლი გაქვითეს და შესვენებაზეც ორი ბურთით ჩამორჩენილები გავიდნენ. მეორე ტაიმშიც ცდა არ დაუკლიათ მატჩის სახსნელად, მაგრამ ბრენდან როჯერსის საათივით აწყობილი გუნდის დაცვა ვერ გაარღვიეს და დამარცხდნენ.

ამ გამარჯვებით “მელიები” მესამე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო “ჩელსი” კვლავ მე-8 ადგილზეა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო