ლუის ალბერტოს ოპერაცია გაუკეთეს
„ლაციოს“ 28 წლის ესპანელ ნახევარმცველს ლუის ალბერტოს აპენდიციტის შეტევა დაემართა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ხვალ ან ზეგ გაწერენ, მაგრამ 10 დღე მაინც ვერ განაახლებს ვარჯიშს.