11 X 11
სპორტული პორტალი

ნეიმარსა და მბაპეზე კუმანი უარს არაა

0
“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა პსჟ-ს სპორტული დირექტორის ლეონარდოს ნათქვამზე, რომ მათი გუნდი მზადაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მათ შორის ლეო მესიც მიიწვიონ და თუ ვინმეს პსჟ-ში დარჩენა არ უნდა, კალთებს არ დაახევენ.კუმანმა ლეონარდოს ნათქვამში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაინახა, რადგან მისი თქმით, ყველას უნდა გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს. განა მე უარს ვიტყვი ნეიმარი და მბაპე რომ მყავდესო? – გაიკვირა კუმანმა და დაამატა, რომ ლეოსთვის არ შეუმჩნევია პსჟ-ში გადასვლის დიდი სურვილი, ის ჩვეულებრივად, მონდომებულად ვარჯიშობს, დისკვალიფიკაციის მოხდას ელოდება და მომავალი მატჩებისთვის ემზადება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო