11 X 11
სპორტული პორტალი

ფიფამ სუპერლიგას წერტილი დაუსვა?

0

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური განცხადება გააკეთა ზოგიერთი ბობოლა კლუბის იმ ინიციატივის გამო, რომლებიც აპირებენ ევროპის საკლუბო სუპერლიგა შექმნან.

„იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მედიაში გავრცელდა ევროპის ზოგიერთი კლუბის მიერ დახურული საფეხბურთო ლიგის შექმნის განზრახვის თაობაზე, ფიფა და ექვსი საფეხბურთო კონფედერაცია კიდევ განმეორებით აცხადებს, რომ ასეთი ტურნირი არ იქნება ნაცნობი ფიფასა და არცერთი კონფედერაციის მიერ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კლუბი და ფეხბურთელი, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს, არ იქნება დაშვებული ფიფასა და ნებისმიერი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ შეჯიბრებაზე“.

მსგავსი კატეგორიული განცხადების შემდეგ, საეჭვოა სუპერლიგის შექმნა მისმა ინიციატორებმა ახლო მომავალში შექმნან. ისე კი საინტერესოა, რა რეაქცია მოჰყვება ამ განცხადებას მათი მხრიდან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო