11 X 11
სპორტული პორტალი

Wikipedia-ზე საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გამოჩნდა – წუთების წინ კი “მოხსნეს”

0

გუშინ, 20 იანვარს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონისა (ფეხბურთელის რანგში) და ოლიმპიადის გამარჯვებული (მწვრთნელობისას) სერხიო ბატისტას ინფრომაციაში Wikipedia-ზე გაჩნდა ახალი გრაფა – საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

ბატისტა რომ კანდიდატად წარდგენილი იყო ფეხბურთის ფედერაციაში, ამაზე აქამდეც ვწერდით. მისი კანდიდატურა ქართულ ფეხბურთს არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა შესთავაზა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, ჯერ ნაკრებს ახალი მწვრთნელიც არ ჰყავს.

თუმცა, ცხადია, ვიკიპედიის სისტემა კარგად ვიცით, ინფორმაციის შეცვლა ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა ცვლილება ვერიფიცირებულმა წევრებმა უნდა დაადასტურონ. ვინ და რატომ გააკეთა ეს, უცნობია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესო.

სანამ ჩვენ ინფორმაციის ფეხბურთის ფედერაციაში გადამოწმებას ვცდილობდით, ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ვიკიპედიიდან აღნიშნული ინფორმაცია გაქრა და საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდ დარჩა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო