11 X 11
სპორტული პორტალი

გლადბახის ფეხბურთელი პოლიციას სპაიდერმენივით გაექცა

0

„გლადბახის“ თავდამსხმელი ბრილ ემბოლო ტრილერის გმირივით გაექცა პოლიციას. ეჭვი აქვთ, რომ ის მონაწილეობდა ქ. ესენის ერთ კაფეში გამართულ წვეულებაში, რომელიც უკანონო იმის გამო გახლდათ, რომ ანტიპანდემიური შეზღუდვების დარღვევით იმართებოდა.

პოლიციამ როდესაც შეიტყო ამ წვეულების შესახებ, კაფეს მიაკითხეს და შიგ შეშვება მოითხოვეს. ვიდრე კაფის მფლობელები კარს გააღებდნენ, ერთი სტუმართაგანი ქუჩაში გამავალი ფანჯრიდან გაიპარა, კაფეს სახურავზე აძვრა, იქიდან გვერდით მდებარე შენობის ფანჯარაში შეძვრა და პოლიციას დაემალა.

ვარაუდობენ, რომ ეს ემბოლო გახლდათ. თავად ფეხბურთელი ირწმუნება, რომ ესენში კი იყო, მაგრამ კალათბურთის მატჩზე დასასწრებად ჩავიდა და იმ კაფეში საერთოდ არ ყოფილა. მიმდინარეობს გამოძიება. „გლადბახის“ ხელმძღვანელებმა ემბოლო „ვერდერთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო