11 X 11
სპორტული პორტალი

იტალიის სუპერთასი იუვესია! [VIDEO]

0

იუვენტუსი-ნაპოლი 2:0

გოლები: რინალდო, 64; მორატა, 90+5.

გამოუყ. პენალტი: ინსინიე, 80 (ნ).

ეს პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრა, ქ. რეჯიო-ემილიაში, სტადიონ “მაპეიზე” გაიმართა და თავიდან ნეაპოლელთა უპირატესობით წარიმართა. ვერ ვიტყვით, დიდი იყოო, მაგრამ რამდენიმეჯერ კი სერიოზულად შეაწუხეს ბიანკონერის დაცვა და მეკარე შესნი. ასე გაგრძელდა შესვენებამდე, მაგრამ ნაანტრაქტევს სურათი რადიკალურად შეიცვალა, ტურინელები გამოცოცხლდნენ, გააქტიურდნენ ბერნადესკი და რონალდო, პიემონტელები ლამის დასახლდნენ მეტოქის ნახევარზე და მოსახდენი მოხდა, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე, რამდენიმე მცირე რიკოშეტის შემდეგ, ყველაზე პირველი მას რონალდო დაუხვდა და მოხდენილი დარტყმით ის სარეკორდო გოლი გაიტანა, რომლითაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად იქცა. “ნაპოლი” კარგა ხანს ვერ მოეგო გონს, შემდეგ კი შეუტია, მაგრამ უკბილოდ, თუმცა პენალტი მაინც მოიპოვეს, მაგრამ რად გინდა? – ინსინიემ კარს ააცილა.საბოლოო შტურმისმაგვარზე გადასულ სამხრეთელებს კომპენსირებულ დროის ბოლო წამებზე, კონტრშეტევა გაეპარათ და მეორე გოლიც მიიღეს. ასე რომ, სუპერთასი ღირსეული გუნდის საკუთრება გახდა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო