იუვენტუსში ალეგრის დაბრუნებას განიხილავენ
ტურინული კლუბის ხელმძღვანელთა ნაწილი უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს მუშაობით. მიუხედავად გარკვეული შედეგებისა, გუნდი ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს და იმედი იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, თითქმის არ აქვთ. ამიტომ ხელმძღვანელების ნაწილი თვლის, რომ უმჯობესია პირლოს ნაცვლად დროულად მასიმილიანიო ალეგრი დააბრუნონ.