11 X 11
სპორტული პორტალი

“ევროტურის” მაგარი მომენტი – “მანჩესტერის” ფსევდოჰიმნი და მისი რეალური ისტორია [VIDEO]

0
ფილმი “ევროტური” 2000-იანების დასაწყისში გამოვიდა, თუმცა სცენებს, ფრაზებსა და ხუმრობებს დღემდე იხსენებენ ის ადამიანები, ვისაც ეს ფილმი ქართული, უცენზურო გახმოვანებით აქვს ნანახი.მათთვის, ვისაც სიუჟეტი დაავიწყდა ან საერთოდ არ მიუხდევნებია თვალი: ამერიკელი აბიტურიენტი სკოტ ტომასი გერმანულს სწავლობს და გერმანიაში მცხოვრებთან აქვს მიმოწერა: სკოტი დარწმუნებულია, რომ ბიჭს წერს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. თავის გოგონასთან დაშორების შემდეგ სკოტი მეგობრებთან ერთად ევროპაში მიდის, რათა ის გერმანელი გოგონა იპოვოს, თუმცა საკმაოდ რთული მარშრუტი გამოუვათ და ბევრი ქვეყნის მონახულებაც მოუწევთ.პირველი გაჩერება ლონდონია, იქ კი ბარი, რომელშიც სკოტი და კუპერი შეცდომით შევლენ. შიგნით კი მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები არიან. ფანკლუბის ლიდერის როლი ვინი ჯონსმა შეასრულა, რომელმაც ბიჭებს უხეშად ჰკითხა, ვინ იყვნენ. სკოტიმ კი უპასუხა, რომ “მანჩესტერის” ფანები იყვნენ ოჰაიოს შტატიდან.მაშინ ჯონსის გმირმა, თუ დედები არ გინდათ გაგინოთ, დროზე “მანჩესტერის” იმღერეთო. სკოტმა შიშისაგან ლამის ჩაისვარა, თუმცა არ დაიბნა და შინი ისთონის Morning Train-ის სტროფები (ალბათ, ქართულად იგივე ზუსტი თარგმანი რომ არ არის, მიხვდებოდით) გაიხსენა, რომელშიც ფეხბურთზე 1 სიტყვაც არ არის ნახსენები, უბრალოდ ბოლოს ამბობს “მანჩესტერ იუნაიტედს” და დაიყვირებს, ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ზედა ორიგინალია, ეს კი საუკეთესო ვერსია:ფანებს მოეწონებათ! შემდეგ კი ბევრი ლუდი და პარიზში გამგზავრება იყო, სადაც სკოტი და კუპერი მეგობარ და-ძმას ეძებდნენ.ნამდვილი ტექსტი კი გოგოს შყვარებაზეა და მთლიანად, როგორც სიმღერა, ისე კლიპიც ზედმეტად ჩვეულებრივია.ევროპული სცენების უმრავლესობა ჩეხეთშია გადაღებული. რეჟისორი ჯეფ შეფერი იხსენებდა, რომ ყველა ადგილას ჩასასვლელად ფული არ ჰქონდათ, თან ევროპაში მაშინ პნევმონია მძვინვარებდა. ერთერთმა პროდიუსერმა კი მოიგონა:“ასეთი რამ წარმოიდგინეთ: ავტობუსში 40 ჩეხთან ერთად ზიხარ და თარჯიმნის დახმარებით ცდილობ ასწავლო Morning Train”!უკვე ვთქვით, რომ Morning Train-ის არანაირი კავშირი არ აქვს ფეხბურთთან, თუმცა არის მეორე სიმღერა, რომელიც უფრო იშვიათად ისმის, თუმცა ის ფეხბურთზეა. ეს ჰიტი პანკ-როკ ჯგუფმა The Business დაწერა და შექმნა, სახელწოდება კი ეს გახლავთ: England 5 Germany 1.ევროტურში ეს სიმღერა რამდენჯერმა ირთვება: როცა სკოტი და კუპერი ავტობუსში სხედან, როცა “ემიუს” ფანები ლიზარაზუს ფორმიან ფრანგს გაეკიდებიან და ბოლოს ვატიკანში, როცა პაპის გვარდიისაგან დაიხსნიან სკოტის.England 5 Germany 1, Michael Owen – ტექსტის მისამღერი 2002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ინგლისელების მიუნხნეში მოპოვებულ გამარჯვებას ეხება. ტექსტში ნახსენებია ერიქსონი, ბექჰემი, ბეკენბაუერი, ფაულერი და ის ეძღვნება ნაკრებს, რომელმაც პრინციპული მეტოქე გაანადგურა.The Business-სს ფეხბურთისთვის მთელი ალბომი აქვს მიძღვნილი – სახელწოდებით Hardcore Hooligan. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო