პოლონეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 18 იანვარს გადაყენებული ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ეჟი ბრჟეჩეკის ნაცვლად ამ პოსტს პორტუგალიელი პაულუ სოუზა დაიკავებს, რომელიც ბოლოს “ბორდოს” ედგა სათავეში და 2020 წლის 10 აგვისტოს კლუბის დირექტორატთან უთანხმოების გამო გადადგა.