11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდოს რეკორდი არ დაუმყარებიაო – ამბობს და ამტკიცებს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია

0

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯოზეფ ბიცანს ოფიციალურ მატჩებში გატანილი 62 გოლი უპოვა და ამტკიცებენ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ჩეხი ფორვარდის რეკორდი ჯერ არ დაუმხია და მას არა თუ 759, არამედ 821 გოლი აქვს გატანილი.

აი, რას ამბობს ჩეხური სტატისტიკის კომიტეტის ხელძღვანელი იაროსლავ კოლარი:

“ბიცანს ჩეხეთის მეორე ლიგაში “ჰრადეც კრალოვეს” რიგებში 53 გოლი ჰქონდა გატანილი, აქამდე დოკუმენტები უცნობი იყო, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და მოვიძიეთ ისინი. მთლიანად გადავითვალეთ ყველა მისი გოლი და ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის სტატისტიკის სამსახურის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ბიცანს კარიერაშ 821 ოფიციალური გოლი აქვს გატანილი და კრიშტიანუ რონალდუს მისი რეკორდის მოსახსნელად კიდევ დასჭირდება შრომა. ”

ისე მიდის საქმე, კრიშტიანუმ სულ 1283 გოლიც რომ გაიტანოს(როგორც პელე ამტკიცებს), მერე კიდევ აღმოაჩენენ გოლებს და მაინც სხვა იქნება განატანილი გოლების მხრივ რეკორდსმენი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო