11 X 11
სპორტული პორტალი

ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, გიორგი არაბიძემ ბურთი ძელს გაარტყა

0

თურქეთის ბელეკში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა “როტორმა”, რომელიც პოლონურ “იაგელონიას” დაუზავდა (1:1).

თავიდან “იაგელონია” დაწინუარდა, მე-40 წუთზე კი საპასუხო გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. პირველ ტაიმში მან, საბა კვირკველიამ და ნიკა ყიფიანმა ითამაშეს. მეორე ტაიმში ვოლგოგრადული გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა მთელი შემადგენლობა გამოცვალა და შეცვლაზე გიორგი არაბიძე შეუშვა, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა.

ბილოსტოკურ გუნდში დაბრუნებულ მეკარე ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია.

“როტორი” თურქეთში კიდევ რამდენიმე სპარინგს გამართავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო