11 X 11
სპორტული პორტალი

“ატკატის” ერთი ეპიზოდი მოსკოვის ცსკა-დამ

0

რუსეთში კორუფცია წესადაა ქცეული და ფეხბურთშიც რომაა, ეჭვი არავის ეპარება და სამაგალითოდ აგერ  ერთი ეპიზოდი, რომელიც ცსკა-ს ყოფილმა ფეხბურთელმა დმიტრი კუზნეცოვმა გაბრაზებულ გულზე გაამხილა. ამ მოსკოვური კლუბის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა ავალ სამხანოვმა ინტერვიუში გაიხსენა, რომ 1998 წელს, როდესაც კუზნეცოვი ცსკა-ში თამაშობდა, მატჩის წინა დღეს მისთვის ყოველთვის მეძავები მიჰყავდათ და ბაზის პირველ სართულზე მდებარე საუნაში ეძლეოდა ამურულ განცხრომას.

კუზნეცოვს ამის თაობაზე ჟურნალისტები დაეკითხნენ. მან ამას საზიზღარი ტყუილი უწოდა და თქვა, რომ შამხანოვს ურჩევნია იმაზე ილაპარაკოს, მისი 20 ათასი დოლარი ხელფასიდან 13 ათასი ვის ჯიბეში მიდიოდა. მედიელებმა დაზუსტება თხოვეს, რომ თვეში მისი კუთვნილი 20 ათასიდან მხოლოდ 7 ათასს იღებდა, რაზეც დიმამ უპასუხა, რომ სწორედ ასე იყო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო