მადრიდის “რეალი” კოპა დე ლა რეიდან მესამე ლიგის გუნდ “ალკოიანოსთან” დუელში გამოვარდა, გადამწყვეტი გოლი მადრიდელებმა უმცირესობაში მყოფი მეტოქესაგან 115-ე წუთზე გაუშვეს.
ჯერ კიდევ, სანამ ანგარიში 1:1 იყო, მარსელომ, როგორც კაპიტანმა ვინისიუსს საკუთარ საჯარიმოში ჩასვლისა და მოწინააღმდეგისათვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდა: “ტრაკი გაანძრიე ბიჭო, უკან ჩამოდი, ეგრე ნუ დგეხარ”, ორჯერ დაუძახა მარსელომ ახალგაზრდა თანამემამულეს. მეორე შენიშვნიდან 5 წამში “ალკოიანოს” რიგებში ხოსე სოლბსმა დაუცველ კუთხეში გოლი ვინისიუსის სივრციდან გაიტანა.
Somebody just excused Vinicius allowing a opposition player to be ahead of him in front of goal with it’s because ‘Vinicius hasn’t played enough’
And people thought me defending Zidane because of hilarious individual errors like this was funny 🤣 pic.twitter.com/4ffDeCzrrr
— M•A•J (@Ultra_Suristic) January 21, 2021
Marcelo literally gave Vinicius the script and he still didn’t do it 😂 pic.twitter.com/OCqpCF38o1
— M•A•J (@Ultra_Suristic) January 21, 2021
2020 წლის ოქტომბერში ქარიმ ბენზემამ მადრიდელთა მცველ მენდის უთხრა ვინისიუსისთვის პასი არ მიეცა, რათა ამ უკანასკნელ საგოლე მომენტი არ გაეფუჭებინა.
1 კვირაში “რეალმა” “ალკოიანოსთანაც” წააგო და ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ბილბაოსთანაც”. მადრიდული გუნდი ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, “ატლეტიკოს” 6 ქულით ჩამორჩება და 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
წყარო: Eurosport