11 X 11
სპორტული პორტალი

შრამიანი ბომბარდირი – “რეალსა” და “ატლეტიკოს” უარი უთხრა, პიკეს ვერ იტანს და რეკორდის დამყარება სურს

0
ლა ლიგას ბომბარდირი ჟერარ მორენო „ვილიარეალის“ ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის რეკორდის დამხობას და ევრო 2020-ზე მონაწილეობას აპირებს.წინ გასაქცევად ხანდახან ნაბიჯის უკან გადადგმაა საჭირო. კატალონიელი თავდამსხმელი ორჯერ მოხვდა მსგავს სიტუაციაში – რამდენიმე წელი „ბადალონაში“, იჯარა „მალიორკაში“ და ბოლოს დამსახურებული აღმასვლა „ვილიარეალში“. მორენო შეუცვლელია უნაი ემერის სქემაში და მნიშვნელოვანი რგოლია ლუის ენრიკეს გუნდში. 28 წლის ფორვარდმა პრიმერას 219 მატჩში 79 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში – 9 მატჩში 4 გოლი.6 წლიდან ჟერარი არ უფრთხოდა სირთულეებს. სახეზე ნაიარევი ამის დადასტურებაა. კარიდან ბურთის გამოტანისას ფეხი დაუცურდა, ბადის გამოწეულ საკიდზე სახე გაეჭრა და 37 ნაკერი დაადეს. ძმასთან და უფროს მეგობრებთან ეზოების შეჯიბრებებში ისწავლა ის, რასაც არ ასწავლიან საფეხბურთო სკოლებში. მებრძოლი ხასიათი და გოლის ალღო მემკვიდრეობით მამისგან გადაეცა – ფრანსისკო მორენო მესამე დივიზიონში თამაშობდა და კატალონიაში ყველა ჩესკუს სახელით იცნობდა.„მშობლები სისტემატურად საკუთარ თავზე მუშაობას მაიძულებდნენ და რასაც მივაღწიე, დიდწილად მათი დამსახურებაა“, – სიამაყით აღნიშნა უმცროსმა მორენომ „მარკასთან“ ინტერვიუში.ვუნდერკინდს დიდი ხანი აკვირდებოდნენ “ესპანიოლის” სკაუტები და ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ კატალონიური კლუბის კანტერაში მოხვდა. მის რიგებში ყველა ასაკობრივი ტურნირი მოიგო და მწვრთნელი ალბერტ ვილიაროია ამბობდა, რომ მსგავსი მეგოლე არსოდეს ჰყოლია.“კანტერაში გატარებული 6 წლის მერე მითხრეს, რომ ბევრი სათამაშო დრო არ მექნებოდა, მე კი თამაში მინდოდა და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. მე და მამამ გავრისკეთ და პირველი დივიოზიონის “ბადალონაში” გადავედი”, – იხსენებს ჟერარი. მასთან ხელშეკრულების გაფორმებას “რეალი” ცდილობდა. ეგაა, სათამაშო დროს ვერ ჰპირდებოდნენ და უარი უთხრა. “ბადალონაში” უმალ იგრძნო, რომ სხვა დონე იყო, მეტი მუშაობა უწევდა, თავად იყო იძულებული შეექმნა მომენტები და გაეტანა გოლები, მოედნის სიღრმიდან შეტევა ისწავლა, გახსნა. ბოლო სეზონში 41 გოლი გაიტანა და მწვრთნელმა მანოლო გონსალესმა თქვა, რომ რაულს მოაგონებდა.„რეალმა“ მეორედ სცადა ჟერარის გადაბირება, მაგრამ ჩესკუ უკვე შეთანხმებული იყო „ვილიარეალთან“. მაღალი შედეგიანობის წყალობით მან მოკლე პერიოდში ხუვინელის ჭაბუკთა ლიგიდან „ვილიარეალის“ დუბლებში გადასვლა შეძლო, შემდეგ კი პირველ გუნდთან ერთად პრიმერაში აღზევდა. შეუდრეკელმა ფორვარდმა იქაც წარმოაჩინა თავი. ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მატჩი ბარსელონაში ჩატარდა. უნდოდა მთელს ოჯახს მხარი დაეჭირა. დიდი აჟიოტაჟის გამო საკმარისი რაოდენობის ბილეთები არ მისცეს და გოგონასთან ერთად სტადიონის სალაროსთან რიგში ჩადგა. კლუბის ხელმძღვანელობაზე მისმა საქციელმა შთაბეჭდილება მოახდინა და დამატებით მისცეს ბილეთები.წინასასეზონო შეკრება მარსელინიო გარსია ტორალის ხელმძღვანელობით გაიარა და ერთწლიანი იჯარით „მალიორკაში“ გაუშვეს. ჟერარი არ შეუშინდა ყველაფრის თავიდან დაწყებას, უფრო გამოცდილ ფეხბურთელებთან კონკურენციას და 12 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა. თავისუფლად გადაადგილდებოდა მოედანზე, ორივე ფეხით ურტყამდა კარში და მარკო ასენსიოსთან ერთად ჩინებული ტანდემი შექმნა.2014/15 წლების სეზონში „ვილირეალში“დაბრუნდა და ლა ლიგაში პირველად ითამაშა, მაგრამ გუნდში სედრიკ ბაკამბუსა და რობერტო სოლდადოს აყვანა ნავთსაყუდელის კვლავ გამოცვლის მომასწავებელი იყო. მისი უფლებების 50%-ში „ესპანიოლმა“ 1.3 მილიონი ევრო გადაიხადა.“გულის სიღრმეში პერიკო ვარ, იქ მე ყველას ვუყვარვარ. სამ წელიწადში სრულად გავიხსენი. კანტერაში ყოფნისას ბურთს ჩემს კერპს, რაულ ტამუდოს ვაწვდიდი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მასთან ერთად ვითამაშებდი“, – გაიხსენა ბავშვობა ბომბარდირმა პროგრამა „უნივერსიო ვალდანოში“.ზაფხულში, როდესაც გუნდი სერხიო გარსიას, კიკო კასილიას, ლუკას ვასკესს, კრისტიან სტუანისა და ექტორ მორენოს დაემშვიდობა, მოტივირებულ ჟერარს თავის გამოჩენის იდეალური შესაძლებლობა გაუჩნდა. გუნდზე შეყვარებული კარგი თავდამსხმელის მოძიება ადვილი როდია. სოციალურ ქსელში პატარა გოგონას მიერ მასზე გამოქვეყნებულმა პოსტმა ააღელვა და ჟერარმა დედასთან ერთად მომავალ მატჩზე დაპატიჟა.39 გოლი გაიტანა, განსაკუთრებით თავი მეორე და მესამე სეზონებში გამოიჩინა და 2018 წელს „ატლეტიკოს“ შეთავაზება უარყო. დიეგო სიმეონეს უნდოდა დიეგო კოშტასთან და ანტუან გრიზმანთან ერთად ეთამაშებინა. „რიხიბლანკო“ მზად იყო ტრანსფერში 40 მილიონი გადაეხადა, თუმცა ჟერარმა „ვილიარეალთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.ხასიათის სიმტკიცე ჟერარს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასა და გუნდის საკვანძო ფეხბურთელად გახდომაში დაეხმარა. ადრე „სუფთა ცხრიანის “პოზიციაზე თამაშობდა. მორენო იერიშებს მარჯვენა ფლანგიდან იწყებს და ან ცენტრში უკეთებს გადაცემებს პარტნიორებს და ან თავად ურტყამს კარში. ცენტრში მუნუ ტრიგორესა, დანი პარეხო და ვისენტე იბორა მოქმედებენ, ხოლო ჟერარის როლი შეუფასებელია და ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია. უნაი ემერის არ უნდა მას პოზიცია შეუცვალოს, რამეთუ სწორედ იქაა ყველაზე მეტად სასარგებლო. გასულ სეზონში 41 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონატზე ესპანელთა შორის საუკეთესო შედეგია, ამ სეზონში კი მის ანგარიშზე 16 მატჩში 10 გოლია და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება.კატალონიელის დიდებული თამაში „ბარსელონას“ არ გამოჰპარვია და მისი ტრანსფერის განხორციელებას იანვარში შეეცდება, მაგრამ ამის წინააღმდეგი „ბარსას“ ვეტერანი ჟერარ პიკე წავიდა. ის მორენოს მათი გუნდის დონის ფეხბურთელად არ მიიჩნევს და ეს მწვრთნელ რონალდ კუმანს უთხრა კიდეც. სინამდვილეში კი საქმე კატალონიური დერბებისას მომხდარი ძველი კონფლიქტებია- პიკემ “ესპანიოს” დასცინა, მორენომ სიტყვა არ შეარჩინა.აი, ლუის ენრიკეს პიკეს სიტყვები არ ადარდებს და მორენოს ესპანეთის ნაკრებში უხმო. ის ამჟამინდელი „ფურია როხას“ ერთადერთი ფეხბრთელია, რომელიც არც ერთი ასაკობრივი ნაკრების წევრი არ ყოფილა. მწვრთნელის ნდობა პირველივე დღიდან ვიგრძენი და შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ვითამაშოო, ამბობს კატალონიელი.Las provocaciones de Gerard Moreno a Piquéდიდი გამოცდილება შეიძინა და თამაშში ექვსი წლის ბავშვის შემართება შეინარჩუნა. მეტოქეს კონცენტრაციის წამიერ დაკარგვასაც არ პატიობს. „ემერი ჩვენს ფსიქოლოგიაზე ბევრს მუშაობდა, გვიყალიბებდა გამარჯვებულის მენტალიტეტს. „ეიბარს“ თამაში შემოვუტრიალეთ. სწორედ ეს გვასწავლა“.მორენო ამბიციურია და მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაშის იმედი აქვს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო