11 X 11
სპორტული პორტალი

რუბინის ექსმწვრთნელი: ხვიჩა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია

0

“რუბინის” ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიმ БИЗНЕС Online-ს ინტერვიუ მისცა და გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა:

“ჩემი აზრით, ხვიჩას ევროპაში წასვლა უნდა და ტოპ-ჩემპიონატში გადასაბარგებლად კარგი დონე გააჩნია. საერთოდ არ ეშინია მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაში, მიმართულების ცვლილებისას ბურთს შორს არ უშვებს. ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ალბათ, “რუბინს” მალე დატოვებს.

აგენტები უეჭველი უკვე რიგში დგანან. მთავარია თავბრუ არ დაეხვეს. საჭიროა ისეთი გუნდი იპოვოს, სადაც ახალ მწვრთნელთან ერთად ახლებურად გაიხსნება. ახლა მთავარია ტრავმა არ მიიღოს, თავი წარმოაჩინოს და განვითარდეს.

მისი ყურება სასიამოვნოა, როდესაც ის თამაშობს, “რუბინი” სულ სხვანაირად გამოიყურება. მას მისდევენ, ხელებით იჭერენ, ორი მოწინააღმდეგე ცდილობს წააქციოს, ის კი მიჰქრის. და ეს 19 წლის ასაკში. აი, ასეთი ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო