შენგელიამ ფენერბახჩეს 18 ქულა ჩაუგდო, ცსკა კი კვლავ დამარცხდა
თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგაზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა – ამჯერად მოსკოვში “ფენერბახჩესთან” 83:89.
შენგელიამ 24:42 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა. თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ – 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
22 ქულითა და მარგი ქმედების 38-იანი კოეფიციენტით პარკეტზე ორივე გუნდიდან საუკეთესო სტამბულელთა ლიდერი ნანდო დე კოლო იყო, მისმა თანგუნდელმა იან ვესელიმ კი 22 ქულა ჩააგდო.
ცსკა15 ქულით მეორე ადგილზეა და 27 იანვარს ბერლინში “ალბას” დაუპირისპირდება.