11 X 11
სპორტული პორტალი

პირლო ნამდვილი ბო***შვილია, დედამისისადმი პატივისცემის მიუხედავად – გატუზოსა ანდრეას მხიარული რომანი

1
წინა ცხოვრებაში ანდრეა მაგრად ეღადავებოდა რინოს.ახლა პირლოს სამწვრთნელო მიღწევა აქვს: რონალდოს წყალობით „ნაპოლის“ 2:0 სძლია და სუპერთასს დაეუფლა.ახალგაზრდა მწვრთნელმა პირველი ტურნირის მოგება მაქსიმალურად სწრაფად მოახერხა და ამაში ხელი „მილანში“ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა გატუზომ ვერ შეუშალა.რა მალე გარბის დრო, თითქოს გუშინ მოედანზე პარტნიორები იყვნენ და ორივეს ერთად ვგულშემატკივრობდით.აი, ანდრეა და ჯენარო 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვარჯიშზე.აი, ისინი ერთად ზეიმობენ კარიერაში მოპოვებულ ერთ-ერთ მთავარ ტიტულს.„მილანსა“ და იტალიის ნაკრებში ისინი ძალიან მეგობრობდნენ, მაგრამ ეს სპეციფიკური დამოკიდებულება იყო: გატუზო მოედანზე ხისტად თამაშის მიუხედავად, მუდამ ხუმრობის „ობიექტი“ იყო. პირლომ რამდენიმე მათგანი გაიხსენა:– დამცინავი მეტსახელით მივმართავდი, ის მირტყამდა, მე კი მობილურ ტელეფონს ვპარავდი და ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორს, ბრაიდას შეტყობინებებს ვუგზავნიდი. ერთხელ, როდესაც კონტრაქტის გაგრძელებას ელოდა, მის ნაცვლად მოლაპარაკებებიც კი ვაწარმოე. ბრაიდას ერთადერთი შეტყობინება გავუგზავნე: „ძვირფასო არიედო, თუ იმას შემისრულებ, რასაც მე გთხოვ, შეგიძლია ჩემს დასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარო. რინო მიხვდა, წამითაქა, ბრაიდას დაურეკა და უთხრა, რომ ეს ისევ პირლოს დებილური ხუმრობა იყო.– ლიპიმ ფლორენციაში სასეირნოდ გაგვიშვა, სასადილოდ რინოს გარდა თითქმის ყველანი წავედით. ბაზაზე დარჩა. მაგარი მთვრალები დავბრუნდით. იმაზე ვფიქრობდით, როგორ გავხალისებულიყავით და რა თქმა უნდა, რინოს გაბრაზება გადავწყვიტეთ. თავზე სპორტული ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული და მშვიდად ეძინა. სანამ კიბეზე ავიდოდით, დე როსიმ ცეცხლსაქრობი აიღო და თქვა, გატუზო უნდა „ჩავაქროო“. რინოს გაეღვიძა, თვალებს ახამხამებდა და დე როსიმ რაც ცეცხლსაქრობში იყო, სულ ზედ დააცალა, მეც გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი და შევრჩი ტრუსებიან მონსტრს მარტო ხელში, რომელიც ცეცხლსაქრობის ქაფში იყო გახვეული. განწირული ვიყავი – იცით, რამდენი მირტყა…– 2006 წლის მუნდიალზე საქმე კარგად მიგვდიოდა და ჯენარო ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ტანსაცმელს არ იცვლიდა, რადგნ კარგად ჰქონდა დაცდილი. გარეთ 40 გრადუსი სიცხე იყო, ის კი ქუჩაში ჩათბუნებული გადიოდა. სადღაც მეოთხედფინალისას უკვე აქოთდა. ცეცხლსაქრობი კი არა, ჰაერის გამწმედი გვჭირდებოდა. ყოველთვის ჩემი საყვარელი მსხვერპლი იყო. თუმცა, რამდენიმეჯერ კინაღამ ჩანგლით გამხვრიტა. მილანელოში სასადილოში წყობიდან გამოგვყავდა. ლაპარაკისას მუდამ ზმნა ეშლებოდა და ვუსწორებდით, მაშინაც კი, როდესაც წინადადებას სწორად წარმოსთქვამდა. გიჟდებოდა.– როცა გაბრაზებული იყო, ამას ვერ მალავდა. მაგიდასთან ვისხედით, ჩამოსვლისას ყველაფერი სახეზე ეტყობოდა  და მაშინვე სიცილს ვიწყებდით, თან ეგრევე დანებს გადავმალავდით ხოლმე. მაგრამ, ეს არ აჩერებდა, ჩანგალს აიღებდა და იმას გვირტყამდა. ხშირად, ყოფილა ჩანგალს ჩვენს კანში შეუღწევია და რინოს შეტევის შედეგად რამდენიმე თანაგუნდელს მატჩის გამოტოვებაც მოუწია, კლუბის ოფიციალურ განცხადებაში კუნთების დაჭიმულებობა ეწერა ხოლმე.– ოთახში რომ შევიდოდა, ავეჯს გამოვიტანდით და კარზე მივალაგებდით.“გამომიშვით – მალე ვარჯიში იწყება.”“თავად გამოდი, ტერონე (სამხრეთ იტალიაში ქუჩური მიმართვა)”, ვეტყოდი და ისევ გიჟდებოდა, ირგვლივ ყველაფერს ამტვრევდა, მაგრამ, გაბრაზებულიც კი ერთერთი საუკეთესო ბიჭი იყო.– მე და დე როსი სულ სისხლს ვუშრობდით. იტალიის ნაკრების თამაშის წინ დანიელე რინოს საწოლქვეშ დაიმალებოდა და ელოდებოდა. ნახევარი საათიც კი დაუცდია იქ.გატუზო შემოვიდოდა, კბილებს გაიხეხავდა, წიგროვი პიჟამოებში გამოეწყობოდა, დაწვებოდა, წიგნს აიღებდა და სურათებს უყურებდა.აი, როცა ღრმად ჩაეძინებოდა, დანიელე ხელს ამოწევდა და გადასაფარებელს მოქაჩავდა, მე კი კარადიდან საშიში ხმების გამოცემას ვიწყებდი. მიუხედავად იმისა, რომ გულის შეტევასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, მაინც კარგად იღებდა ხუმრობებს. ჯერ დე როსის დაჟეჟავდა და მერე მე მომდგებოდა.რინო კი ამბობდა, რომ პირლოს თამაშის შემხედვარე პროფესიის შეცვლაზე ფიქრობდა.2017 წელს, როცა პირლომ კარიერა დაასრულა, გატუზოს რადიოში ჰკითხეს, ანდრეას მისი მუხლი რომ ჰქონოდა, უკეთესი პლეიმეიკერი თუ იქნებოდა.პასუხმაც არ დააყოვნა: “სისულელებზე საუბარს მოვრჩეთ! ნუტელას მძღნერი არ უნდა შეურიო!“კარიერის მანძილზე ის უფრო დამეხმარა, ვიდრე მე მას.მაგრამ გასახდელში? ის ნამდვილის ბოზისშვილია, დედამისისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად.თვეებიის მანძილზე მაღიზიანებდა, მაგრამ მართლა სასაცილო იყო.ანდრეასთვის იმდენჯერ დამირტყამს, მაგდენი ბად სპენსერისგან ტერენს ჰილს არ მოხვედრია!”ზევით ვნახეთ, მხოლოდ მუშტებზე არ ჩერდებოდა…ახლა ისინი სოლიდური ბიძიები არიან, მწვრთნელები, თასი კი ერთი იყო და შუაზე ვერ გაიყოფდნენ.სუპერთასი პირლომ წაიღო და გატუზოს გაუთანაბრდა, რომელმაც „ნაპოლისთან“ ერთად ნახევრი წლის წინ იტალიის თასი მოიგო.
სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. შოთა ამბობს

    ჰო, სულ ,,წიგროვის” ხმარობენ მილანში

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო