11 X 11
სპორტული პორტალი

გვარდიოლა ტრავმების შესახებ

0
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გუნდის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრიუნე, რომელსაც მუხლქვეშა მყესები აქვს დაზიანებული, ოპერაციის გაკეთებას გადაურჩა, მაგრამ მინიმუმ 6 კვირა დასჭირდება სამკურნალოდ და იმედი აქვს მარტის დასაწყისში მაინც შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. მცველი კაილ უოკერი კი ბარძაყის დაჭიმულობას მკურნალობს და ალბათ ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს. რაც შეეხება კოვიდიან სერხიო აგუეროს, მისი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეოს და ალბათ, ერთ კვირაში მწყობრში ჩადგება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო