11 X 11
სპორტული პორტალი

ნარკომაფია, შავი ბუღალტერია, ძარცვა. რით არის დაკავებული ლიონელის ოჯახი: ხორხე, სესილია, როდრიგო, მატიასი

0

„ბარსელონას“ ლეგენდის ლეო მესის ოჯახის წევრები საინტერესო ობიექტები არიან. მამა ხორხემ მუშაობა მავრთულხლართის ფაბრიკაში მუშად დაიწყო და ფულის მრავალმილიონიანი გათეთრების ბრალდებამდე მივიდა. ძმა როდრიგო ველოსიპედისტს თავს დაესხა. ძმა მატიასი კი არგენტინის მსხვილ ნარკობარონთან დაახლოებული პირია.

ლათინურ ამერიკაში ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ნათესავები პატარა ოპერის გმირებს მოგაგონებენ. იქ მუდამ ერთი და იგივე ისტორიებია. მამა – ქარხნის ჩვეულებრივი მუშა უცბად შვილის სუპერაგენტი ხდება. დედა – სულ სახლში ზის და შვილის გამო განიცდის. და – საქმიანი და ეშმაკი ქალბატონია. ძმა კი ნარკოტიკებზე „შეჯდა“ , ბანდიტების ხელის ბიჭი გახდა და მშობლებისგან ფეხბურთელის ნაშოვნ ფულს იღებს. მესის ოჯახი იდეალურად ერგება ამ ტრადიციულ, კომიკურ სქემას.

 

მამა ხორხე

 

No agreement between Messi, Barcelona, reports say | Daily Sabah

 

ლიონელის მამა ახალგაზრდობაში ფეხბურთელად გახდომას ლამობდა და „ნიუელ ოლდ ბოიზშიც“ წვალობდა. ვერ ივარგა და სტანდარტულ გზას გაუყვა: არმია, კოლეჯი, მეუღლე, შვილები. მუშად მუშაობდა და ოჯახს ძლივს არჩენდა. ამიტომ კინაღამ ავსტრალიაში გადაბარგდა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა.

სამივე შვილმა ფეხბურთელობა სცადა, მაგრამ მხოლოდ ლეოს გამოუვიდა. პატარა გენიოსს ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, „ნიუელ ოლდ ბოიზს“ კი იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ მისთვის სიმაღლის გასაზრდელი ჰორმონების ნემსები შეეძინა. „ბარსელონას“ კი შეეძლო , ხორხე შვილთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა და მისი ერთადერთი აგენტი გახდა. ასე მოხვდა ფაბრიკის მუშა დიდ ფეხბურთში და ფულმა ტვინი აურია.

შვილისთვის ხელფასის სახით „ბარსას“ არნახული ფული მოსთხოვა და მიიღო კიდეც. 14 წლის განმავლობაში ლეომ 8 კონტრაქტი გააფორმა და გასამრჯელო არნახულად გაეზარდა. 2005 წელს არგენტინელმა 3- მილიონევროიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო 2017 წელს ჟოზეპ ბარტომეუსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ – 700-მილიონიანი. შეთანხმების მიხედვით მას ყოველი წლის 30 ივნისამდე კლუბის უფასოდ დატოვება შეეძლო.

ხორხეს ფული ყოველთვის ეცოტავებოდა. 2007 წელს შვილის სარეკლამო შემოსავლები საგადასახადო სამსახურს დაუმალა და საქმე გახმაურდა. 2016 წელს ლეოსა და მის მამას 21 თვით თავისუფლების აღკვეთა (პირობითად) მიუსაჯეს და ოფშორულ ზონებში გადარიცხული 3.5 მილიონის დაბრუნება დაავალდებულეს.

იქამდე სამი წლით ადრე ხორხე კოლუმბიურ მაფიასთან კავშირში დაადანაშაულეს. „გაძეტა დელო სპორტმა“ იუწყა, რომ მესის მიერ ორგანიზებული ფონდი საქველმოქმედო მატჩებს ატარებდა და ნარკოკარტელების ფულს ათეთრებდა. ყველაფერ ამას ხორხე ხელმძღვანელობდა. ის შავი ბუღალტერიით სტადიონებზე ბილეთებს არარსებულ ადგილებზე ყიდულობდა, შემდეგ კი ამ თანხას ვითომ საქველმოქმედო ფონდში რიცხავდა. ამ მომსახურებისათვის ხორხე საკომისიოს სახით 10-20%-ს იღებდა.

შედეგად, ხორხეს წარმოუდგენელმა მოთხოვნებმა „ბარსელონა“ გაკოტრების პირას მიიყვანა და შესაძლოა, ლეოს გუნდში შენარჩუნება ბარტომეუს ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

 

ძმა როდრიგო

 

Rodrigo Messi becomes Fati's personal advisor - Tribuna.com

ხორხეს მარჯვენა ხელია. მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდა და მეუღლესთან და შვილთან ერთად კატალონიაში გადაბარგდა. იქ ლეოს ყოველდღიური მენეჯმენტითაა დაკავებული და ბარსელონას ცენტრში რესტორნების ქსელ Bellavista del Jardín Del Norte-ში წილის მფლობელია. თუმცა, ბიზნესი წამგებიანი გახდა და მან და მისმა პარტნიორებმა კერძო ღონისძიებებისა და ელიტური კორპორატივების კლუბად გადააკეთეს.

აგრეთვე სასტუმროებს (Majestic Messi) იბიცასა და სინდჟესში მართავს. იბიცაზე კოპლექსი ქალთა ეროტიკულ საღამოებს მასპინძლობს ხოლმე. თუ ლეო დაკავებულია, ბონუსის სახით PR-ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

2019 წელს ანსუ ფატის „ბარსელონაში“ ტრანსფერი განახორციელა – ფეხბურთელისთვის წამგებიანი, ხოლო მისთვის მომგებიანი.

ფატიმ რამდენიმე საკლუბო რეკორდი დაამყარა (ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ბომბარდირი ) და წლიურ გასამრჯელოდ მილიონი უნდოდა, მაგრამ როდრიგო ისე გაურიგდა ბარტომეუს, რომ ანსუმ 300 ათასი მიიღო, 700 ათასი კი თვითონ ჩაიჯიბა. 2020 წლის ზაფხულში ფატიმ აგენტი გამოიცვალა – ჟორჟე მენდეშთან წავიდა.

2010 წელს როდრიგო ბენზინგასამართ სადგურზე გაურკვეველი მიზეზის გამო ველოსიპედისტს პისტოლეტით დაემუქრა. საქმეში პოლიციელები ჩაერიენ და აღმოჩნდა, რომ პისტოლეტი სათამაშო იყო. დაზარალებულმა სასამართლოში არ იჩივლა.

 

ძმა მატიასი

 

Lionel Messi's brother detained for pulling a gun after car crash - AS.com

ლიონელის სრული უკიდურესობაა. პოლიციის განყოფილებაში პირველად 9 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიღაცა გაქურდა. 26 წლისა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის დაიჭირეს. ქალაქის ცენტრში პისტოლეტი გამოსაჩენად ქამარში წინ ჰქონდა გარჭობილი. 2008 წელს ამისათვის გაასამართლეს და დააჯარიმეს.

არგენტინის პოლიციისთვის მატიასი ნაცნობი პერსონაჟია. 2015 წელს მისი ბინა გაჩხრიკეს და ისევ აღმოუჩინეს გაუფორმებელი იარაღი. ძმის ავტორიტეტმა კვლავ გადაარჩინა – დააჯარიმეს და პარკის ძაღლების განავალისგან დასუფთავება დაავალდებულეს. 2018 წელს თავისი ავტომობილით მანქანას შეეჯახა, შემდეგ მამისტოლა მძღოლს თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პისტოლეტით დაემუქრა. სასამართლომ 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პირობითად…

2017 წლის ნოემბერში ორი „გმირობა ჩაიდინა“: სპორტული მანქანით სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და სანაპიროზე შოუ მოაწყო. 30 ნოემბერს კერძო თევზმჭერთა კლუბთან ნაპირზე დილით მუშებმა უცნაური მამაკაცი დინახეს, რომელიც ნავით მივიდა. სველი, ჭუჭყიანი და სისხლიანი იყო. პოლიციელებს უთხრა, რომ წაიქცა.

ბანდიტური სინდიკატის Los Monos-ს წევრების დაახლოვებული პირი იყო. 2010 წელს გაზეთებმა ამ ჯგუფის წევრებთან ერთად გადაღებული მისი ფოტო გამოაქვეყნეს. მათი უმეტესობა ახლა მძიმე დანაშაულისათვის ციხეში სასჯელს იხდის ან მიმალვაშია.

მატიასი „ტვიტერზე“ „რეალის“ ფანებს აბრაზებს და საკუთარ სატრენაჟორო დარბაზში ერთობა. დედას იმ ფონდ Leo Messi-ში ეხმარება, სადაც, სავარაუდოდ, ფული თეთრდებოდა. ჰყავს მეუღლე დ ვაჟიშვილი.

 

დედა 

 

Lionel Messi Mother Name

დედა – სელია მარია კუჩუტინი იმავე ქარხანაში დამლაგებელი იყო, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. როდესაც ლეო და ხორხე ბარსელონაში გადავიდნენ, ცოტა ხანი მათთან იმყოფებოდა, მერე კი როსარიოში დაბრუნდა, შვილის საქველმოქმედო ფონდში მუშაობს, შვილიშვილებს უვლის და ლეოს ყველა მატჩს უყურებს.

barcacentre on Twitter: "Leo Messi has embarked on a new business adventure, this time relating his image to the world of fashion. The Argentine forward gave all the responsibilities to his sister

 

და – მარია სოლი. ოჯახის საზოგადოებასთნ ურთიერთობას ხელმძღვანელობს და ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში, საიდანაც ჟურნალისტები აქტუალურ ინფორმაციას იღებენ ოჯახის შესახებ. ისიც როსარიოში ცხოვრობს და დიეგო მარადონას შვილთან, დალმასთან მეგობრობს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო