11 X 11
სპორტული პორტალი

ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის კოლეჯთა ლიგის სეზონი 24 ქულით გახსნა

0
გამარჯვებით დაიწყო კორონავირუსის გამო გვიან და შემჭიდროვებულად დაწყებული სეზონი ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერლენდმა”, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს. ქართველი უკანახაზელის ლიდერობით კასპერელებმა სამხრეთ აიდაჰოს კოლეჯი 83:67 დაამარცხეს.ნატალია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 32 წუთი დაჰყო. ოთხმეზურმა 4-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 24 ქულით ნატალია მატჩის ბომბარდირი გახდა, რასაც 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. ქართველის შემდეგ გამარჯვებულთა გუნდში
21 ქულითა და 14 მოხსნით კობი კინგ-ჰოუი გამოირჩა.
28 იანვარს ოთხმეზურის გუნდი სამხრეთაღმოსავლეთ კოლეჯის გუნდს შეხვდება.
 
GBF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო