დონარუმა პსჟ-ში?
გეცოდინებათ, მეკარე ჯიჯი დონარუმას პირადი აგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტისათვის კონტრაქტის მხოლოდ 2 წლით გაგრძელებას და წელიწადში ხელფასად 10 მილიონს ითხოვს, “მილანი” კი 5-წლიანს და 7.5 მილიონ ევროს თავაზობს და ვერ თანხმდებიან. რაიოლას გაჯიუტების მიზეზზე ვწერდით, რომ ამ გაქნილ აგენტს ვიღაცასაგან ამხელა ხელფასზე გარანტია ჰქონდა და აგერ გამჟღავნდა, რომ ეს პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლერონარდოა, რომელიც დონარუმას ჯერ კიდევ “მილანში” მუშაობიდან იცნობს. თავად მეკარეს “მილანში” დარჩენა ურჩევნია, თორემ აქამდე როსონერისთან მოლაპარაკება შეწყვეტილი იქნებოდა.