ინსინიე, პენალტი, ვალენტინობა და ცოლი
ტურინის “იუვენტუსთან” მატჩში ერთადერთი და მოგების მომტანი გოლი “ნაპოლის” თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ გაიტანა და ნამატჩევს თქვა: “მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცი, რომ მწვრთნელი და თანაგუნდელები მენდობიან და ასე მნიშვნელოვან მატჩში პენალტის დარტყმა მე დამავალეს (იტალიის სუპერთასზე ინსინიემ პენალტი ვერ გაიტანა-რედ.). პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას ნეაპოლელებისთვის დიდი სიხარული მოაქვს და ამ ვალენტინობას მას ჩემს მეუღლეს ვუძღვნი”, – დაასრულა ლორენცომ.