11 X 11
სპორტული პორტალი

ცნობილია, როდის შეიძლება შედგეს ამირან გოგოლაძის დებიუტი UFC-ში

0

23 წლის სპორტსმენი ზედიზედ მოგებული ბრძოლების შემდეგ უკვე UFC-ს ოქტაგონზე დებიუტისთვის ემზადება.

ამირან გოგოლაძე 77 კგ წონით კატეგორიაში იბრძვის, მისი რეიტინგი 11 გამარჯვებას და 1 მარცხს ითვლის, აქედან 5 ნოკაუტით, 3 მტკივნეული, 3 კი მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული.
UFC-ში დებიუტთან დაკავშირებით ამირანმა ინტერვიუში ისაუბრა.

-როგორია თქვენი პერსპექტივები UFC-სთან დაკავშირებით, და რამდენად რეალურია თქვენი იქ მოხვედრა?

-პერსპეტივა რა თქმა უნდა გვაქვს, ჩემს მენეჯერთან (ივან დიჯაკოვიჩთან) უთანხმოება მქონდა, რადგან ძალიან მიწელავს გზას UFC-სკენ.

მესმის, რაღაც მხრივ უნდა გამზარდოს, უფრო მეტი გამოცდილება მივიღო, მაგრამ ახლა უკვე ისეთ ეტაპზე ვარ რომ მიკავშირდებიან სხვა მენეჯერები, და მაქვს რეალური შანსი იმისა რომ კონტრაქტი გავაფორმო UFC-სთან და მომავალი ბრძოლა სწორედ იქ გავმართო.

აქედან მივესალმები ყველასთვის კარგად ნაცნობ ილია თოფურიას, მან თავის მენეჯერს დამაკავშირა, რომელიც დამპირდა რომ დიჯაკოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში გამიკეთებდა ამერიკის ვიზას და ბრძოლას UFC-ში.

თუმცა ჩემი მენეჯერი არაა თანახმა ასე ადვილად გამიშვას, შევთანხმდით რომ 24 აპირილს გავმართავ დებიუტს.

თუ არ მოხერხდა ჩემი ჩასმა 24 აპრილის UFC-ს ივენთში ამ შემთხვევაში ჩემს მენეჯერთან კონტრაქტს გავწყვეტ, გადავალ ილია თოფურიას მენეჯერთან და ჩემს საქმიანობას მასთან გავაგრძელებ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო