11 X 11
სპორტული პორტალი

ავთანდილ ხურციძე – ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ სახლში…

0

ავთანდილ “ჩაქუჩა” ხურციძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დედამ მითხრა, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილან ჩემთან სახლში, და იკითხეს, რას ითხოვსო.

ვითხოვ გვერდში დგომას, სასამართლოზე გამოსვლას, და სიმართლის დადგენას.

შემდგომ ჩემთვის ჩამორთმეული ტიტულების ტიტულების და თანხის დაბრუნებას, ქამარს რომელიც დუგლასს გადაეცა, თქვენ შეგიძლიათ “დაგუგლოთ” “თეთრი მაიკ ტაისონი”, და იხილავთ ბრძოლას. ფაქტიურად ამ კაცს აღარ უბრძოლია სანამ მე არ დამიჭირეს და ვეღარც აღიდგინა თავი.

მე თქვენ გპირდებით მაქსიმუმ 6 თვეში მოვითხოვ სანდრესთან ბრძოლას, და ეს იქნება ბოლო ბრძოლა, მე დავასრულებ მის კარიერას, ისევე როგორც დუგლასი გააქანეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ რეამინაციაში. ახლოა ის დღე როცა ჩემს სიტყვას შევასრულებ!

ჩემი დაპატიმრება დიდ ფულთანაა დაკავშირებული. WBC, WBA, IBO,WBO ვერსიებით მსოფლიოს 15 საუკეთესოს შორის ვიყავი და როგორც კი დამიჭირეს იმ დღესვე ყველა ქამარი დავკარგე. ეს ჩემთვის იყო ქამრები, თორე ისე დიდი ფულია.

ჩემს მეგობარს, რაჟდენ შულაიას კრედიტით ჰქონდა ყველაფერი ნაყიდი და გაათავისუფლეს, რადგან მისგან ვერაფერს გამორჩებოდნენ. მე კი რადგან უფრო ბევრი ფული მქონდა პატიმრობაში დამტოვეს, ჩემი ანგარიშიდან თანხის 50% მალევე ჩამომაჭრეს, ნახევარმილიონიანი ბრძოლა წამართვეს. ჩემი ქამარი სხვას გადასცეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოთხი თარჯიმანი თარგმნიდა პროცესს და როგორც რუსი ისე გამასამართლეს.

ჩემს ადვოკატებს საპასუხო სიტყვა მსაჯულების თანდასწრებით არ ათქმევინეს და აბსურდული ბრალდებებით 10 წელი მომისაჯეს. უბრალოდ, რაჟდენი დაიჭირეს თავისი 46 აგენტით და მეც მიმაყოლეს. ასე სჭირდებოდა „სასწრაფო“ საქმეს.

დღემდე არცერთ ბრალდებას ვაღიარებ.

ვისაც ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია დააინტერესებს შეუძლია ნახოს როგორ ვრეკეტიორობდი, როცა მოწინააღმდეგეებს ქამრებს ვართმევდი. ნამდვილი კრიმინალი ვარ, ოღონდ რინგზე.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო