11 X 11
სპორტული პორტალი

“ჩაკვეტაძის გარემოცვა ყველაფერს აჭარბებს!” – “გენტის” მწვრთნელი

0
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ახლგაზრდულ გუნდში ერთი ტაიმი ითამაშა, გუნდის მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი კი ამბობს, რომ ფეხბურთელის გარემოცვა პრობლემებს უქმნის:

“ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული 1 ტაიმი მხოლოდ დასაწყისია. ჩაკვეტაძეს დიდი დრო გაუცდა, ეს კი ფეხბურთელზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ამ მატჩის შემდეგ უკვე გავიდა გარკვული დრო, მას კი ტრავმა არ გამიზეზებია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ამ სეზონში თამაშს შეძლებს.

მისთვის, პირადად, ეს თამაში მნიშვნელოვანი ტრავმის “დატესტვის” მხრივ იყო. თუმცა, გიორგის გარშემო ზედმეტად დიდი ხმაურია. მისი გარშემო მყოფი ადამიანები ყველაფერს აჭარბებენ. ჩაკვეტაძის გარემოცვა ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს, კითხვები არ უმთავრდებათ, თუმცა უკვე წესრიგი დავამყარეთ. დიახ, ეს ხმაური ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის”, – ამბობს ვანჰაზებრუკი.

წყარო: Nieuwsblad

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო