11 X 11
სპორტული პორტალი

“ერთხელაც ტოტის ბურთს ფეხით მიაწვდი და არა ხელით” – როგორ იქცა გულშემატკივარი გუნდის ვარსკვლავად

1

2015 ივნისში ალესანდრო ფლორენცი და ილენია აცტორი რომის ერთერთ ტაძარ სან პიეტრო ინ მონტორიაში შეუღლდნენ. ერთმანეთის კი 2010 წელს გაიცნეს “სტადიო ოლიმპიკოს” სამხრეთ ტრიბუნაზე. ილენია “რომას” საშინაო შეხვედრებს 13 წლის ასაკიდან არ ტოვებდა, ალესანდრო 12-დან.

2010 წელს უკვე თავმომწონედ შეეძლო ეთქვა ახალი მეგობარი გოგონასთვის, რომ ბურთი ტოტისთვის, ვუჩინიჩისა და მანსინისთვის მიუწოდებია და უკვე “რომას” ახალგაზრდული გუნდის წევრიც იყო. იმ დროს მხოლოდ ირიცხებოდა, რადგან მყესის ტრავმის გამო ფლორენცის ფეხბურთთან ნახევარწლიანი განშორება მოუწია.

ტრავმების გამო ძალიან დარდობდა, თუმცა იმ საღამოს სევდა შეუმსუბუქდა და ფანების იმ ტრიბუნაზე დაბრუნდა, რომელზეც ბავშვობიდან იცნობდნენ და იქვე შეხვდა მომავალ ცოლს. ალესანდრო და ილენია ერთმანეთს 24 რიცხვიდან ხვდებიან – ამ ნომრით თამაშობდა ფლორენცი “რომაში”, სანამ პსჟ-ში გადავიდოდა. იქამდე კი ეს ციფრები ზურგზე მეკარე სტეკელენბურგს ეხატა, ალესანდროს მაისურზე 48 ნომერი იყო დაწერილი.

ლუიჯი ფლორენციმ, რომიდან 1 საათის გზაზე სოფლის დასახლებაში მცხოვრებმა და პიცერიის მფლობელმა კაცმა, 5 წლის იუბილის აღსანიშნავად პირველად წაიყვანა შვილი ფეხბურთის ვარჯიშზე. “რომას” საწვრთნელ სკამზე კარლო მაცონე იჯდა, 10-ნომრიანი მაისური კი ჯუზეპე ჯანინის (მის დროს უკვე ტოტიც თამაშობდა, მაშინ მხოლოდ 17 წლისა იყო) ეცვა – იმ პერიოდში “რომამ” ჯოვანი ტრაპატონის “კალიარის” ვერ მოუგო (1:1), იქამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრაღის “სლავიასთან” წააგო, მაგრამ ალესანდრო ფლორენცის ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდიც ძალიან უყვარდა. იმ დღიდან გავა 20 წელი, “რომა” იმავე სტადიონზე “ბარსელონას” მოუგებს, ფლორენცი კი არაამქვეყნიურ გოლს 45 მეტრიდან გაიტანს, მამას კი ბედნიერებისგან სათვალეები ხელიდან გაუვარდება:

“მის ასაღებად დავიხარე, ყველამ კი იფიქრა, რომ გულის შეტევა დამემართა, ჩემ ირგვლივ შეიკრიბნენ და ყვიროდნენ: “ღმერთო, ჯიჯი მოკვდა!

დამიჯერეთ, ალესა მოკრძალებული ბიჭია და თავში არასდროს აუვარდება. თუ ვარკსვლავური სენი შეეყარა, პირველი მე ვეტყვი. ყველაზე კარგი სიტყვა, რაც ჩემგან ესმის – “ვირი” გახლავთ,”- თქვა მამამ Mediaset-თან ინტერვიუში.

ლუიჯი ფლორენცი არ ხუმრობდა. რომაელი ჟურნალისტი ფაბრიციო გაბრიელი იხსენებდა, რომ ზდენეკ ზემანის პირველი მატჩისას “რომაში” ფლორენციმ მეორე ტაიმში პიანიჩი შეცვალა, რამდენჯერმე ბურთს დაუდევრად მოექცა და ცენტრალურ ტრიბუნაზე პოლემიკა გაჩაღდა: გაბრაზებული ულვაშებიანი გულშემატკივარი ალენსანდროს ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა, თითქოს საკუთარ კარში რამდენიმე გოლი შეეგდო, მას ოპონირებას კი “რომას” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალბერტო დე როსი უწევდა:

-ფლორენცი იმიტომ ცდება, რომ რისკავს. აი, რისკავს იმიტომ, რომ “კატანიასთან” ვაგებთ და თამაშის ბედის შეცვლას ცდილობს. მას ეს შეუძლია, ვიცი! ასე რომ, ახალგაზრდა ბიჭს ნუ ლანძღავთ!” – თქვა უფროსმა დე როსიმ და ეცადა ულვაშას დამშვიდებას, რომელიც ცენტრალურ ტრიბუნაზე ცხოვრებაში პირველად დაინახა.

ულვაშებიანი კაცი კი არ დამშვიდდა და უფრო ხმამაღლა დაიყვირა:

-რა?! მე მეუბნებით?! აბა ვინ უნდა გამოლანძღოს ჩემი შვილი, თუ არა მე?!”

ლუიჯი ფლორენცი სხვანაირიც არის. “რომას” ახალგაზრდულ გუნდში მისი შვილის კონკურენტი ანდრეა ბერტოლაჩი იყო, ალენსადროს მეგობარი და მასზე უკეთ ყოველთვის ვერ თამაშობდა. ალესას მოედნის უკეთესი ხედვა ჰქონდა, თუმცა დრიბლინგებისა და გადაცემების გაკეთებისას წინასწარმეტყველებადი იყო, აი, ბერტოლაჩის კი ამის პრობლემა ბავშვობის ასაკიდან აღარ გქონდა. ახალგზრდული გუნდის ძირითად შემადგენლობაში თუ არ მოხვდი, “სტადიო ოლიმპიკოზე” ბურთის მიმტანად ვერ დადგები. ალესანდრო ტრიგორიაში მდებარე ბაზაზე ვარჯიშობდა, ძირითადი გუნდიდან არც ისე შორს, მაგრამ ძალიან დიდი კაიფი იყო ტოტისა და დე როსისთვის ბურთის გადაგდება, მასთან განშორება კი მოზარდისთვის უდიდეს ტრაგედიას წარმოადგენდა. ამ დროს კი მამისგან თბილი სიტყვები გაიგონა:

“ვირო, ნუ ნერვიულობ. ერთ დღესაც ტოტის ბურთს ფეხით მიაწვდი და არა ხელით.”

ვირს კი არ შეეძლო ნერვიულობის გარეშე, ის ხომ “რომასთან” ერთად 5 წლიდან მოდიოდა. სკოლის შემდეგ, ყოველდღე, ალესანდრო დედას, ლუჩანას სან ჯორჯოს სპორტულ ცენტრში მიჰყავდა, ის რომიდან არც ისე შორსაა, არც “რომადან”, თითქოს ოცნებისკენ გადადგმული ნაბიჯია (“რომაში” მოხვედრაზე ალესანდროს უფროსი ძმა ემილიანოც ცდილობდა, თუმცა ამ დონეზე ვერ მიაღწია). საღამოობით ფლორენცი საუკეთესო მეგობარ ემანუელე პროპიციოსთან ერთად აგორებდა ბურთს, უქმეებზე კი მასთან ერთად ოლიპიურ სტადიონზე მიდიოდა. 9 წლის ასაკში, როგორც ოდესღაც ტოტი, “ლოდიჯანიში” გადავიდა, ეს კი უკვე პერსპექტიული ადგილია. აი, მისი მეგობარი პროპიციო სხვა გზაზე წავიდა, ფეხბურთი დიდად არ ჰყვარებია, მაგრამ იტალიაში ძალიან პოპულარული მსახიობი გახდა.

“ლოდიჯანიში” გატარებული 2 წლის შემდეგ ფლორენცის “ლაციოსა” და “რომადან” დაუძახეს. ალენსადროს ფეხები უკანკალებდა, როცა ტრიგორიაში მივიდა, ბრუნო კონტის კაბინეტში მოსალაპარაკებლად, სინანმშვილეში კი იმიტომ შევიდა, საყვარელი კლუბის ლეგენდასთან შეხვედრისას სისულელეები არ წამოეროშა და მთელი გულით ეთქვა: “დიახ, რა თქმა უნდა, მე “რომას” ვირჩევ!”

5 წლის შემდეგ კი ბრუნო კონტი ახალგაზრდა ფლორენცის გააკრიტიკებს – ახალგაზრდულ გუნდში ალესანდრო 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, მაგრამ ნამდვილად არ შეესაბამებოდა ამ ნომერს: ტოტისადმი უდიდესი სიყვარული და მისი მაისურის ტარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თამაშს ისე წაიყვან, როგორც ტოტი. გამოსავალი კი ანდრეა სტრამაჩიონიმ იპოვა: ფლორენცი ნახევარდაცვის ცენტრში გადაიყვანა, 8-ნომერზე გადასვა და ალესანდროც გაიხსნა, გუნდის კაპიტანი გახდა, მასთან ერთად 2011 წელს პრიმავერაც მოიგო და სერია B-ში სათამაშოდ წასასვლელად გამზადებულმა “სამპდორიასთან” მატჩში 86-ე წუთზე ფრანჩესკო ტოტი შეცვალა.

“მას არაფერი უთქვამს, თუმცა ჩემთვის მისი გამოხედვაც საკმარისი იყო. ტოტიმ გამიცინა და ეს მეყო, რათა თავი კომფორტულად მეგრძნო,”- გაიხსენა ფლორენციმ.

2011 წლის ზაფხულში “რომაში” ამერიკული ფული გამოჩნდა, ფლორენცი კი “კროტონეში” გაანათხოვრეს. ალესანდროს ოჯახთან და გოგონასთან დაშორება მოუწია, არა და ურთიერთობა ის ის იყო, იწყებოდა. ახალ ქალაქში ფლორენცის უძილობა დაეჩვია, ამისი მიზეზი კი ახლობელ ადამიანებთან და განსაკუთრებით ილენიასთან განშორება იყო, თუმცა პირველივე შეხვედრაში გატანილმა გოლმა ფეხბურთელი გახსნა. ზამთარში “კროტონეს” მწვრთნელი შეეცვალა, მოვიდა მასიმო დრაგო და ფლორენცისაც ფრთები შეესხა, თითქმის ყველა შეხვედრაში გოლს ქმნიდა, ისეთი მონომებული იყო, “ბარისთან” შეხვედრაში საკუთარ კარშიც კი გაიტანა, მაგრამ აბა ვის არ დამართნია?!

შვილის წარმატებებმა ლუიჯი ფლორენციც დააინტრიგა და შვილის თამაშზე წასვლა გადაწყვიტა. იმ მატჩში “კროტონე” “ალბინოლეფეს” ხვდებოდა. პირველივე ტაიმში ალესანდრომ სეზონის მე-8 გოლი გაიტანა, თან რა გოლი – მაკრატელა დარტყმით, დაახლოებით, 11 მეტრიდან. წინა დღით ფლორენციმ მარჯვენა ხელი მოიტეხა, მაგრამ მოედანზე მაინც უნდა გასულიყო: მამას მის თამაშზე ჩასვლის შანსი იმ გაზაფხულზე მეტი აღარ ექნებოდა. გოლის გატანის შემდეგ გაზონიდან წამოხდა, ტრიბუნასთან მივიდა და საღი ხელის საჩვენებელი თითი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის მიიტანა: ასე მიესალმა ულვაშას, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ “რომა” – “კატანიას” მატჩში მისი მთავარი კრიტიკოსი გახდება.

ზაფხულში კი “რომას” ახალმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა ფლორენცის გუნდში დაბრუნება მოითხოვა. ამის გამო, რომაელებს “კროტონესთვის” 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწია, “რომას” სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის, კი ფლორენცის ჩამოსაყვანად საკუთარი მანქანით წასვლა, თუმცა ამად ღირდა. ზემანი ალესანდროს სერია B-ში თამაში ნახა, მაშინ “პესკარას” გაუტანა და ამან დიდად იმოქმედა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ფლორენცი “რომას” ნახევარდაცვის ცენტრში პიანიჩს შეუწყვილდა. ალესანდრომ ახალბედას კონტრაქტი მიიღო – 30 000 ევრო წელიწადში! ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირაში “რომას” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა “კატანიას” წინააღდეგ, შემდეგ “ინტერთან” “სან სიროზე” ითამაშა და უკვე მე-14 წუთზე გაიტანა თავური დარტყმით. თუ გამოიცნობთ, ვინ მისცა საგოლე პასი?! დიახ, დიახ, ფრანჩესკო ტოტიმ!

“მთელი კვირა ვგრძნობდი, რომ ის გოლს გაიტანდა. ამაზე ფსონის დადებაც კი მინდოდა და ბუქმეიქერულ კანტორაში წავედი, რომელიც დაკეტილი დამხვდა. ვიცოდი, სანდრინიო რომ გაიტანდა. ის, რომ ტოტის პასით გაიტანა, რაღაც დაუჯერებელი იყო, ჩვენ ხომ “რომა” “იმპერატორის” გარეშე არასდროს გვენახა, ტოტი ჩემთვისა და სანდრინიოსთვის მითოლოგიური ფიგურა იყო, ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ბურთს ქუჩაში დავდევდით,”- თქვა ემანუელე პროპიციომ.

მომდენო თამაშში ფლორენციმ ისევ თავით გაიტანა, შემდეგ კი ზედიზედ 3 შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა, ნოემბერში კი ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. “რომას” ახალმა თავკაცმა რუდი გარსიამ ბოროტად გამოიყენა ფლორენცის უნივერსალურობა: ლამელას გაყიდვის შემდეგ ის მარჯვენა გარემარბად დააყენა, მაიკონის ტრავის შემდეგ კი მარჯვენა მცველად, ალესანდრო, კი ყველან პროდუქტიული იყო: იმ გაზაფხულზე ფლორენცის 5 მატჩიანი სერია ჰქონდა, რომლის დროსაც 3 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ დაასახელეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში ისევ 30 000 ევროს იღებდა, თუმცა უფრო და უფრო ხდებოდა გუნდის პატრიოტი – მას არა მხოლოდ თავითა და ფეხებით ეხმარებოდა, არამედ გულითაც. მაგალითად, სტროოტმანის ყიდვის შემდეგ ფლორენციმ მას მიწერა: “მაპატიე, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მოგიგეთ. კეთილი იყო შენი “რომაში” მოსვლა!”

ერთ შემოდგომაზე კი ფლორენცის ბებია ავრორამ შემთხვევით ნახა მისი ნაკრებში თამაში, მაშინ იტალია ნორვეგიას ოსლოში ეთამაშებოდა. ავრორას ქმარი “რომას” გულმხურვალე ქომაგი იყო, თავად სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, მაგრამ ავრორას მის მაისურს 82-წლამდე ინახავდა. ის შვილიშვილის თამაშზე არასდროს წასულა, არც ბავშვოვაში, არც უფროსებში გამოსვლის დროს, აი, ნორვეგიასთან მატჩზე შემთხვევით გადართო და რადგანაც ასე მოხდა და ბოლო-ბოლო შვილიშვილი თამაშობდა, ბოლომდე უყურა. ალესანდრომ გარდა იმისა, რომ ყვითელი ბარათი მიიღო, ხელსაყრელი პოზიციიდანაც ვერ გაიტანა. ავრორა ვითარებაში კარგად გაერკვა და შვილიშვილს დაურეკა:

“ბებო, არ ინერვიულო. მითხარი შემდეგი თამაში როდის გაქვს, აუცილებლად მოვალ და შენც გაიტან.” ალესანდროს გაეღიმა: 23 წელის სამყაროში ყოფნა და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ღირდა იმად, რომ ბებია ცხოვრებაში პირველად ფეხბურთზე დალაპარაკებოდა.

ალესანდრო ფლორენცის 82 წლის ბებია ასაკობრივი პრობლემების გამო ყავარჯნებით გადაადგილდებოდა და სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. თანაც, ნუოვა ოსტია ისეთი რაიონია, თუ საქმე არ გაქვს, სახლის დატოვება არც ღირს. მაგრამ, ავრორამ შვილიშვილს სიტყვა მისცა, იმ შემთხვევაში გაიტანდა გოლს, თუ ის მივიდოდა, ასე რომ, სიტყვა უნდა შეესრულებინა. “კალიარისთან” შეხვედრის მე-14 წუთზე ავრორას შვილიშვილმა გოლი გაიტანა და პარტნიორების გასაკვირად ტრიბუნისკენ გაიქა. ბებიასთან!

“ფლორენცი საოცრად კეთილი ბიჭია, მის საქციელს ტაშს ვუკრავ. სამწუხაროდ, როც ვთამაშობდი, ბებიასთან ერთად გოლის აღნიშვნის შანსი არ მქონია, გოლი ძალიან იშვიათად გამქონდა,”- განაცხადა იტალიის ნაკრების თავკაცმა ანტონიო კონტემ.

ჟურნალისტები ალესანდროსა და ბებიას თემას არ შეეშვნენ და ეს ამბავიც გაარკვიეს:

“2 წლის წინ ფლორენცი შობის აღსანიშნავად სოფელში ჩამოვიდა. ფული და დიდება აქვს, თუმცა ისევ ისეთი უბრალო და კარგი ახალგაზრდაა. ახლა კი, როგორც ვიცით, სახლის შეკეთებას აპირებს, თორე, ბაბუას აშენებული შენობა ლამის დაიშალოს…”

ფანების ტრიბუნაზე გაცნობილმა ალესანდრომ და ილენიამ იქორწინეს, მათ დღესასწაულზე კი ერთობოდნენ სტრამაჩიონი, რომელმაც ფლორენცის თვითრწმენა დაუბრუნა, ბერტოლაჩი, რომელმაც ალესანდროს 10-ნომრიანი მაისური ჩამოართვა, მსახიობი პროპიციო, რომელზეც ფლორენცი დრიბლინგებს ამუშავებდა, სტროოტმანი, რომელსაც ალესანდრომ Euro U21 მოუგო, ბებია ავორორა, რომლის გარეშეც იმ სეზონში პირველ გოლს ვერ გაიტანდა და მამა ლუიჯი, რომლის გარეშეც ეს ისტორია არ იქნებოდა.

წყარო: Tribuna

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. გიო ჩილა ამბობს

    ძალიან მაგარი სტატიააა! ბრავო!

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო