11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველად დამარცხდა

0

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2002-ის საკვლიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა თავიდან მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, მეორე მეოთხედში პირველადაც დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო ჩვენი ნაკრების ახალმა ლეგიონერმა კონერ ფრენკამპმა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ზუროსის შეგირდებს შეტევაში თამაში უჭირდათ, სამქულიანებს ვერ აგდებდნენ, ხოლო დაცვაში ძალიან ცუდად ირჯებოდნენ. ფაქტია, საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელიას გარეშე თამაში გაუჭირდა, გუნდს ვერავინ ულიდერა და მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო – 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა კი 22 ქულა ჩააგდო.

მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს შვეიცარიას 92:84 მოუგო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო