ზალცბურგის ორი მალელი ფეხბურთელი დოპინგზე ჩავარდა
“ზალცბურგმა” თავისი ორი მალელი ფეხბურთელი, მოჰამედ კამარა და სეკუ კეიტა სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რადგან მათ სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდათ. უეფა დაეთანხმა კლუბის ვერდიქტს და უფრო ხანგრძლივი ვადით არ დასაჯა, რადგან ფეხბურთელებს არ იცოდნენ თუ რა მიიღეს. ის მათ მალის ნაკრების ექიმმა მისცა, რომელიც სამსახურიდან უკვე განთავისუფლებულია.