11 X 11
სპორტული პორტალი

გახარიას “რეკორდი” ირლანდიელმა ფეხბურთელმა მოხსნა [PHOTO]

0

გუშინ, 19 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე 124 000 მოწონება აქვს(რაც მთელი გამომწერების 33% გახლავთ), თუმცა უფრო გიჟური კვირა სოციალურ ქსელებში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ირლანდიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ როი კინს ჰქონდა.

კინი, რომელიც ფეხბურთელობის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული, სოციალურ ქსელებს დიდად არ წყალობდა, მაგრამ უცებ რატომღაც გადაწყვიტა და ინსტაგრამზე ანგარიში შექმნა. შედეგი კი საოცარი იყო – 40 საათში 1 მილიონ “ფოლუერზე” ავიდა.

და არ იკითხავთ რა ფოტო ჰქონდა განთავსებული? არაფერი  განსაკუთრებული, ძაღლთან ერთად და ეწერა: “ის ადამიანის საუკეთესო მეგობარია!” ამ ფოტომ, კი 1 დღე-ღამეში 716 000 მოწონება (გამომწერთა 72%) დაიმსახურა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Roy Keane (@officialkeane16)

როგორც გახარიას ფოტო, ისე როი კინის სურათი ვირუსული გახდა საზოგადოებამ უცებ აიტაცა. კინიც გათამამდა და მას შემდეგ კიდევ 2 ფოტო დაპოსტა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო