11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა

0

ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ილიას ზუროსის გუნდი პირველ ტაიმში უხეიროდ გაისარჯვა, ბევრი შეცდომები დაუშვა დაცვაში, ბურთს ხშირად კარგავდა, შეტევაშიც ბევრს ვერაფერს ახერხებდა და 30:49 დამარცხდა.

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრები გარდაისახა, მეტოქე აშკარად დაჯაბნა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეოთხე პერიოდი ფინელებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს.

ჩვენს გუნდში გამორჩეული გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და ორივე ნაკრებში მარგი ქმედების საუკეთესო კოეფიციენტი ჰქონდა – 28. 18 ქულა დუდა სანაძემ ჩააგდო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო