11 X 11
სპორტული პორტალი

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

0
ჟურნალისტ იგორ ციგანიკის  ინფორმაციას ua-football-ი ავრცელებს, რომ კიევის “დინამოდან” “ვორსკლაში” განათხოვრებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო:

 

“არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

 

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება”.

 

შეგახსენებთ, გიორგი უკრაინის 20-წლამდე ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო