11 X 11
სპორტული პორტალი

რა მოხდა, როცა ვინი ჯონსი და როი კინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ [VIDEO]

0

ეს შეხვედრა 1994 წელს გაიმართა, 27 წლის წინ, ვინი ჯონსის “უიმბლდონი” ასოციაციის თასზე როი კინის “მანჩესტერ იუნაიტედს” ხვდებოდა.

გულწრფელად რომ ვთქვათ, მაშინდელი “მანჩესტერი” როი კინის ნაკლებად იყო, მაგრამ მოედნის ცენტრში დიქტატორი ის გახლდათ. მაგრამ, ვინი ჯონსთან შედარებით პინოჩეტის ცვილის ფიგურას ჰგავდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, უელსელი ნახევარმცველი ნამდვილი ნაჯახია, არავისა და არაფერს ერიდება, კანტონასაც კი ლამის ფეხი მოტეხა, მითუმეტეს არ დაინდობდა ირლანდიელს, რომელსაც ნახტომში თავიც კი უთავაზა.

შეხვედრა კი “მანჩესტერმა” 3:0 მოიგო, ერიკ კანტონამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო