ალაბა პსჟ-ს მოელაპარაკა
მიუნხენის „ბაიერნის“ 28 წლის ავსტრიელმა მცველმა დავიდ ალაბამ, რომელმაც 16 თებერვალს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „რეკორდმაისტერს“ დატოვებს და რომელსაც ევროპული პრესა მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებს, მოლაპარაკება გამართა პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფთან. შედეგი ჯერ უცნობია.