11 X 11
სპორტული პორტალი

გოლის ყველაზე ორიგინალური აღნიშვნა – ბელგიელი მცველის ორმაგი შედევრი [VIDEO]

0

ბელგიის ჩემპიონატი მხოლოდ იმიტომ არაა საინტერესო ტალანტების სამჭედლოდ რომ ითვლება, იქ კოსმოსური დარტყმებით გააქვთ გოლები და სასწულად აღნიშნავენ მას.

ასეთით გოლით გაიხსნა ანგარიში “გენკისა” და “ბეერსხოტის” შეხვედრაში. სტუმართა მცველმა იან ვან დენ ბერგმა 9-ში ჩააჭედა ბურთი, შემდეგ კი ისე აღნიშნა, რომ ცალკე Meme შეიძლება გაკეთდეს.

“ეს ჩემიანებისთვის განკუთვნილი ხუმრობა იყო. ზოგჯერ სპორტდარბაზში უცნაურ ვარჯიშებს ვაკეთებთ ხოლმე. ტომ პიტრმანმა (“ბეერსხოტის” ნახევარმცველი) მითხრა, ასეთი რამ თამაშის დროსაც უნდა გამეკეთებინა. ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა იდიოტივით არ გამოვჩენილიყავი, მაგრამ იმ გოლის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელი იყო, ახლა ტომის ჯერია,”- თქვა ბერგმა თამაშის შემდეგ.

მცველმა სეზონში მესამედ გამოიჩინა თავი. თუმცა, იანისთვის თებერვალში შედევრი გოლის გატანა ტრადიციაა. აი, გასულ წელს რა გოლი შეუგდო “ლევენს”:

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო